GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
ჟურნალში გამოქვეყნება
13:07 03-11-2014

მოთხოვნები ჟურნალში გამოქვეყნების მსურველთათვის

 

 

1.    სტატიის მოცულობა: 350-1000 სიტყვა

 

2.    სტატიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

 

ჟურნალის თემატური მიმართულებები:

 

ჟურნალში გამოქვეყნდება შემდეგი თემატური მიმართულებების სტატიები:

 

  • შრომის ბაზარი და სოციალური პოლიტიკა - დიფერენციაცია შრომის ანაზღაურებაში, დასაქმება, შრომითი მიგრაცია, დანაზოგების დინამიკა და საოჯახო მეურნეობების მოხმარება, შემოსავლის და ქონების განაწილება, ადამიანური კაპიტალის დაგროვება, საოჯახო მეურნეობების ქცევის დემოგრაფიული ფაქტორები და სხვა.
  • მაკროეკონომიკა და  საფინანსო ბაზარი - ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია და უმუშევრობა, ეკონომიკური ზრდა, დანაზოგები, მოხმარება და ინვესტიციები, ფინანსური ბაზრის და ეკონომიკის რეალური სექტორის ურთიერთქმედება, კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა,  საგადამხდელო ბალანსი და გაცვლითი კურსის დინამიკა და სხვა.
  • საზოგადოებრივი სექტორის და ინსტიტუციონალური ეკონომიკა - ფისკალური ფედერალიზმი, გადასახადები, ეკონომიკური რეგულირება და ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა, გადასახადების აკრეფა, კორუფციასთან ბრძაოლა და რენტაორიენტირებული ქცევის დესტიმულირება, საკუთრების უფლების დაცვა და სხვა.
  • საერთაშორისო ვაჭრობა და რეგიონალური ინტეგაცია - სავაჭრო პოლიტიკა  სხვადასხვა ქვეყნებთან და ქვეყნების ჯგუფთან, სავაჭრო კავშირები, ტარიფები და ქვოტები,  ტექნოლოგიების გაცვლა, საერთაშორისო კონკურენცია და კოოპერაცია, პროტექციონიზმი, ფრიტრედერობა, ქვეყნის განვითრების გრძელვადიანი სტრატეგია და სხვა.
  • საწარმოები და საქონლის ბაზრები - კორპორატიული მმართველობა, საწარმო პოლიტიკა დასაქმების და შრომის ანაზღაურების სფეროში, ინვესტიციები, ბაზრების სტრუქტურა და კონკურენცია და სხვა.
  • სოფლის მეურნეობის ეკონომიკა - აგროსამრეწველო კომპლექსი, მიწოს რესირსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შრომითი რესურსები და შრომის მწარმოებლურობა, კაპიტალდაბანდებები და მათი ეფექტურობა, ინტენსიფიკაცია და სხვა
  • საგადასახადო პოლიტიკა - საქართთველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ცვლილებები და მისი ეკონომიკური შედეგები.

 

 

 სტატიის სტრუქტურა:

 

მიმდინარე ან აქტუალური ეკონომიკური პრობლემების/საკითხების მოკლე ანალიზი. ფორმატი არ მოითხოვს რაიმე მკაცრ სტრუქტურას, ავტორი თავისუფალია აღნიშნული მიმართულებით. სტატიაში ნათლად უნდა ჩანდეს საკუთრივ საკითხი, მისი ანალიზი და დასკვნა.

 

წყაროების მითითება ნაშრომის ტექსტში: პერეფრაზი და ციტირება

 

სტატიაში პერეფრაზს (სხვისი აზრის/შედეგები საკუთარი სიტყვებით გადმოცემას), ან ციტირებას (სხვისი ტექსტის უცვლელად გადმოტანას) გამოყენების შემთხვევაში წინადადების ბოლოს უნდა მიუთითოთ ავტორების სახელები და გამოყენებული ნაშრომის პუბლიკაციის წელი, გვერდი, თუ წყაროს არ გააჩნია გვერდების ნუმერაცია საკმარისია მხოლოდ ავტორის სახელებისა და პუბლიკაციის წლის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორის სახელი ცნობილი არაა მითითებული უნდა იყოს პუბლიკაციის დასახელება, წელი და შესაბამისი გვერდი. ერთი წინადადების ციტირებისას, ჩასვით ის ბრჭყალებში. თუ ახდენთ ორი ან მეტი წინა დადების ციტირებას, ციტირებული ტექსტი ცალკე  აბზაცად გამოყავით.  მაგალითად:

 

ემპირიულად დასტურდება, რომ მოხმარებისადმი საშუალო მიდრეკილება გრძელვადიან პერიოდში სტაბილური სიდიდეა. (Kuznets  S., 1946, p. 116-117).

 

3. კონკურსი სტატიების მიღებაზე

 

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი თვის 25 რიცხვი. წარმოდგენილი სტატიებიდან რედკოლეგიის მიერ მოხდება სტატიების შერჩევა.

 


ჟურნალის შესახებ ⁄ The GBER Digest

 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

30-09-2020
3.2878 0.0325
3.8415 0.0293
4.2255 0.0564
0.041711 0.000429
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%