GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
განათლება>>კონფერენციები/ ოლიმპიადები
GBER-ის სამეცნიერო-კონფერენცია ეკონომიკაში (23.05.2015)
12:55 08-12-2014

GBER-ის სამეცნიერო-კონფერენცია ეკონომიკაში

 

 

1.    საკონფერენციო ნაშრომებისათვის წაყენებული მოთხოვნები:

 

თემატური მიმართულებები:

 

  • შრომის ბაზარი და სოციალური პოლიტიკა - დიფერენციაცია შრომის ანაზღაურებაში, დასაქმება, შრომითი მიგრაცია, დანაზოგების დინამიკა და საოჯახო მეურნეობების მოხმარება, შემოსავლის და ქონების განაწილება, ადამიანური კაპიტალის დაგროვება, საოჯახო მეურნეობების ქცევის დემოგრაფიული ფაქტორები და სხვა.
  • მაკროეკონომიკა და  საფინანსო ბაზარი - ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია და უმუშევრობა, ეკონომიკური ზრდა, დანაზოგები, მოხმარება და ინვესტიციები, ფინანსური ბაზრის და ეკონომიკის რეალური სექტორის ურთიერთქმედება, კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა,  საგადამხდელო ბალანსი და გაცვლითი კურსის დინამიკა და სხვა.
  • საზოგადოებრივი სექტორის და ინსტიტუციონალური ეკონომიკა - ფისკალური ფედერალიზმი, გადასახადები, ეკონომიკური რეგულირება და ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა, გადასახადების აკრეფა, კორუფციასთან ბრძაოლა და რენტაორიენტირებული ქცევის დესტიმულირება, საკუთრების უფლების დაცვა და სხვა.
  • საერთაშორისო ვაჭრობა და რეგიონალური ინტეგრაცია - სავაჭრო პოლიტიკა  სხვადასხვა ქვეყნებთან და ქვეყნების ჯგუფთან, სავაჭრო კავშირები, ტარიფები და ქვოტები,  ტექნოლოგიების გაცვლა, საერთაშორისო კონკურენცია და კოოპერაცია, პროტექციონიზმი, ფრიტრედერობა, ქვეყნის განვითრების გრძელვადიანი სტრატეგია და სხვა.
  • საწარმოები და საქონლის ბაზრები - კორპორატიული მმართველობა, საწარმო პოლიტიკა დასაქმების და შრომის ანაზღაურების სფეროში, ინვესტიციები, ბაზრების სტრუქტურა და კონკურენცია და სხვა.
  • სოფლის მეურნეობის ეკონომიკა - აგროსამრეწველო კომპლექსი, მიწის რესირსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შრომითი რესურსები და შრომის მწარმოებლურობა, კაპიტალდაბანდებები და მათი ეფექტურობა, ინტენსიფიკაცია და სხვა
  • საგადასახადო პოლიტიკა - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ცვლილებები და მისი ეკონომიკური შედეგები.

 

 

2.    კონფერენციის ეტაპები:

 

პირველი ეტაპი:

 

კონფერენციაში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომების მოკლე დახასიათება (3-5 გვერდი, Sylfaen, ფონტის ზომა 11). ნაშრომების წარმოდგენილი დახასიათებები განხილული იქნება GBER-სი ექსპერტების და მოწვეული ექსპერტების მიერ. საუკეთესო ნაშრომების ავტორებთან მოხდება მეორე ეტაპზე გასაუბრება, ხოლო ნაშრომების ავტორებს რომლებიც ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე გაეგზავნებათ შენიშვნები და რეკომენდაციები.

 

ნაშრომის მოკლე დახასიათების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის  31 მარტი.

 

ნაშრომის მოკლე დახასიათება უნდა მოიცავდეს:

 

1.    შესავალი (კვლევის მიზანი; კონკრეტული ჰიპოთეზები, რომელიც მოცემულ კვლევაში შემოწმებული იქნება თეორიულ ან ემპირიულ დონეზე; ჰიპოთეზის მეცინიერული მნიშვნელობის განმარტება; კვლევის სტრუქტურა და მისი მოკლე აღწერა)

2.    საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო  ლიტერატურის  მოკლე მიმოხილვა

3.    კვლევის აღწერა

 

  • მონაცემების მიმოხილვა (წყაროები, სტრუქტურა, კვლევაში გამოყენებული  მონაცემების გაანგარიშების მეთოდოლოგია და სხვა)
  • თეორიული მოდელის ან მეთოდოლოგიის მოკლე დახასიათება (მოდელის ფორმალური მხარის აღწერა, მისი ძირითადი პარამეტრების დახადიათება, მონაცემების მოდელთან თავსებადობის პრობლემა და სხვა).
  • მოდელის შეფასება ან მონაცემების და თეორიული საკითხების ანალიზის მიმართულებები.
  • მოდელის ან მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია

 

4.    ბიბლიოგრაფია

 

 მეორე ეტაპი:

 

GBER-ის და მოწვეული ექსპერტების მიერ ნაშრომების წარმოდგენილი დახასიათებების განხილვის შემდეგ მოხდება საუკეთესო ნაშრომების შერჩევა და მათ ავტორებთან გასაუბრება. გასაუბრების შემდეგ შეირჩევა საუკეთესო 5-7 კონკურსანტი, ხოლო ნაშრომების ავტორებს რომლებიც ვერ გადავლენ შემდეგ ეტაპზე გაეგზავნებათ შენიშვნები და რეკომენდაციები.

 

პრეტენდენტებთან გასაუბრება შედგება 2015 წლის 12 აპრილს.

 

მესამე ეტაპი:

 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები კონფერენციაზე და საკონფერენციო ნაშრომი.

საკონფერენციო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა 2015 წლის  15 მაისი

 

o   საკონფერენციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

 

კვლევის მოცულობა  1500-4000 სიტყვა

 

სტრუქტურა

 

მოკლე აღწერა

 

1.    შესავალი (ნაშრომის მიზანი; კონკრეტული ჰიპოთეზები, რომელიც მოცემულ ნაშრომში შემოწმებული იქნება თეორიულ ან ემპირიულ დონეზე; ჰიპოთეზის მეცინიერული მნიშვნელობის განმარტება; ნაშრომის სტრუქტურა და მისი მოკლე აღწერა)

2.    საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო  ლიტერატურის  მიმოხილვა

3.    კვლევა

 

  • მონაცემების ანალიზი (წყაროები, სტრუქტურა, კვლევაში გამოყენებული  მონაცემების გაანგარიშების მეთოდოლოგია და სხვა)
  • თეორიული მოდელი (მოდელის ფორმალური მხარის აღწერა, მისი ძირითადი პარამეტრების დახადიათება, მონაცემების მოდელთან თავსებადობის პრობლემა და სხვა).
  • მოდელის შეფასება.
  • მოდელის ინტერპრეტაცია.

 

4.    კვლევის შედეგები  და მათი განხილვა

5.    დასკვნა

6.    ბიბლიოგრაფია

7.    დანართები (არსებობის შემთხვევაში, გრაფიკები, ცხრილები და სხვა)

 

წყაროების მითითება ნაშრომის ტექსტში: პერეფრაზი და ციტირება

 

ნაშრომში პერეფრაზის (სხვისი აზრის/შედეგები საკუთარი სიტყვებით გადმოცემას), ან ციტირების (სხვისი ტექსტის უცვლელად გადმოტანას) გამოყენების შემთხვევაში წინადადების ბოლოს უნდა მიუთითოთ ავტორების სახელები და გამოყენებული ნაშრომის პუბლიკაციის წელი, გვერდი, თუ წყაროს არ გააჩნია გვერდების ნუმერაცია საკმარისია მხოლოდ ავტორის სახელებისა და პუბლიკაციის წლის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორის სახელი ცნობილი არაა მითითებული უნდა იყოს პუბლიკაციის დასახელება, წელი და შესაბამისი გვერდი. ერთი წინადადების ციტირებისას, ჩასვით ის ბრჭყალებში. თუ ახდენთ ორი ან მეტი წინადადების ციტირებას, ციტირებული ტექსტი ცალკე  აბზაცად გამოყავით.  მაგალითად:

ემპირიულად დასტურდებარომ მოხმარებისადმი საშუალო მიდრეკილება გრძელვადიან პერიოდში სტაბილური სიდიდეა. (Kuznets  S., 1946, p. 116-117).

 

ბიბლიოგრაფიული დეტალები უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს ზუსტად ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით:

 

წიგნები:

 

1. ავტორ(ებ)ი - პიროვნებები ან ორგანიზაცია - ან რედაქტორ(ებ)ი, ჯერ გვარები, შემდეგ

სახელები;

2.პუბლიკაციის წელი;

3.სათაური

4. სერიის დასახელება და ტომის ნომერი (ასეთების არსებობის შემთხვევაში);

5.გამოცემა - თუ ეს არ არის წიგნის ერთადერთი გამოცემა;

6.გამომცემელი;

7.პუბლიკაციის ადგილი (ქალაქი/რაიონი)

 

სტატიები გაზეთებისა და ჟურნალებიდან:

 

1.ავტორ(ებ)ი - თუ მითითებულია;

2.პუბლიკაციის წელი;

3.სათაური (ბრჭყალებში);

4.გაზეთის/ჟურნალის დასახელება (იტალიკით);

5.ტომის/გამოცემის ნომერი;

6.თვე და რიცხვი (გაზეთისთვის) ან თვე/კვარტალი (ჟურნალისთვის) - თუ არ არის ტომის/გამოცემის ნომერი;

7.გვერდი.

 

ინფორმაცია ინტერნეტიდან:


1.ავტორ(ებ)ი ან ორგანიზაცია, პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე;

2.ინფორმაციის გამოქვეყნების ან უახლესი მოდიფიკაციის  წელი;

3.ვებ-გვერდის/დოკუმენტის სათაური;

4.თარიღი, როდესაც პირველად ეწვიეთ ამ გვერდს - დღე/თვე/წელი;

5.URL (ვებ-მისამართი). მოყვანილი უნდა იყოს <>-ში. ლინკები არ უნდა იყოს აქტიური.

 

 

o   პრეზენტაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

 

კონკურსანტმა კონფერენციამდე მინიმუმ სამი დღით ადრე უნდა გამოაგზავნოს პრეზენტაცია. პრეზენტაცის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხი.

 

GBER-ის და მოწვეული ექსპერტების მიერ პრეზენტაციის შემდეგ მოხდება საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა.

 

საკონფერენციო ნაშრომის პრეზენტაცია შედგება 2015 წლის 23 მაისი.

 

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

 

  • ნაშრომის მნიშვნელობა აქტუალური ეროვნული ეკონომიკისათვის პრობლემის თვალსაზრისით;
  • ნაშრომის მნიშვნელობა სამეცნიერო-თეორიული ეკონომიკური პრობლემის თვალსაზრისით;
  • ამოცანის სიცხადე და წამოყენებული ჰიპოთეზის ორიგინალობა
  • თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენება და მისი შესაბამისობა კვლევასთან
  • სათანადო მონაცემების არსებობა და მათი ობიექტურობის ხარისხი
  • რამდენად კარგად იცნობს მკვლევარი შესაბამისი სფეროს სამეცნიერო ნაშრომებს
  • საკუთრივ პრეზენტაციის ხარისხი

 

ნაშრომების და სხვა საკონკურსო მასალების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: info@gber.ge

 

 3.    კონფერენციაში მონაწილეთა დაჯილდოვება

 

მესამე ეტაპზე  გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან შემდეგი წამახალისებელი ფულადი საჩუქრებით:

 

პირველი ადგილი - 500 ლარი

 

მეორე ადგილი - 300 ლარი

 

მესამე ადგილი - 200 ლარი

 

მესამე ეტაპზე გასული სხვა კონკურსანტები - 100 ლარი



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

30-09-2020
3.2878 0.0325
3.8415 0.0293
4.2255 0.0564
0.041711 0.000429
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%