GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
ეკონომიკური მდგომარეობა ევროპაში და რუსეთის "კონტრემბარგო"
01:13 08-09-2014

ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა სექტემბრის დასაწყისისთვის რეცესიის ნიშნებით ხასიათდება, აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს კომპანია Sentix-ის კვლევიდან. ის შეეხება  ევროზონაში ინვესტორების ნდობის ინდექსის მაჩვენებელს.

 

ინდექსის მაჩვენებელი მცირდება უკანასკნელი ორი თვის  მანძილზე. ამასთან სექტემბრის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა აგვისტოს მაჩვენებელზე. თუ აგვისტოს თვეში ის შეადგენდა 2.7 პუნქტს, სექტემბრის თვეში მან შეადგინა -9,8 პუნქტი.

 

ინდექსი გამოთვლილ იქნა 906 ინვესტორის გამოკითხვის შემდეგ 4-6 სექტემბრისათვის.

 

საერთო ეკონომიკურ ინდექსთან (overall index) ერთად Sentix-მა გამოაქვეყნა  მიმდინარე სიტუაციის ინდექსი (current situation) და მოლოდინის ინდექსი (რომელიც ყალიბდება მომავალი 6 თვის პროგნოზების საფუძველზე).

 

აღმოჩნდა რომ მიმდინარე სიტუაციის ინდექსი შემცირდა -16,8 პუნქტამდე, ხოლო მოლოდინის ინდექსი -2,5 პუნქრამდე. ინვესტორთა ნდობის ინდექსის ვარდნა ერთ თვეში Sentix-ის განცხადებით არის ყველაზე დიდი ინდექსის არსებობის ისტორიაში (2003 წლიდან).

 

ევროზონის ცალკეული ქვეყნების მდგომარეობა კი შემდეგია გერმანიის მშპ 2014 წლის მეორე კვარტალში 0.2%-ით შემცირდა,  პირველ კვარალში 0.7%-იანი ზრდის ფონზე. საფრანგეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მეორე კვარტალში ნულოვანი იყო. იტალიაში კი ადგილი აქვს ტექნიკურ რეცესია, ვინაიდან უკანასკნელი ორი კვარტლის მანძილზე ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, კერძოდ ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში შემცირდა 0.1%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 0,2%-ით.

 

ყოველივე ამის ფონზე რუსეთმა უკვე შემოიღო ერთ წლიანი ემბარგო ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეკონომისტების შეფასებით რუსეთის სასაქონლო ემბარგოთი შეიძლება დაზარალდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა და ნორვეგია. თუმცა ზარალი შესაძლოა არ იყოს საგრძნობი თუ ჭარბი პროდუაქცია რეექსპორტირდება სხვა ქვეყნებიდან.

 

მეორე მხრივ რუსეთის „კონტრსანიქციებს“ შეუძლიათ  შექმნან ევროპის ბაზარზე მცირე ჭარბი მიწოდება, რაც იქნება ევრკოკავშირში მიმდინარე დეფლაციის „წამახალისებელი“  ფაქტორი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ცნობით რუსეთის მიერ აკრძალული პროდუქცია ევროკავშირის სამომხმარებლო ფასების ინდექსის კალათის 13% შეადგენს თუმცა ექსპორტის საერთო მოცულობის გათვალისწინებით ის ვერ იქნება არსებუთი ფაქტორი დეგლაციის გაძლიერებისათვის.

 

რუსეთის ემბარგოს შედეგები რუსეთისთვის უფრო მტკივნეული იქნე, ვინაიდან ის გამოიწვევს რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდას „აკრძალულ“ პროდუქტებზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  შეფასებით აკრძალული პროდუქტები რუსეთის სასურსათო კალათის 60%-ს შეადგენს, რის გამოც აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების 10%-იან ზრდა უნდა ველოდოთ, რაც ინფლაციის 2% აჩქარებას გამოიწვევს. აღნიშნული უნდა დაემატოს 2014 წლის ივლისში რუსეთში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელს 7.5%. ევროპის რეკონსტურქცის ბანკის შეფასებით რუსეთის ადგილობრივ ბაზარს შეუძლია მხოლოდ აკრძალული იმპორტის 15%-ით ჩანაცვლება.

 

რუსეთის „კონტრსანქციების“ პარალელურად ევროკავშირი ვერ ახერხებს კონსოლოდაცია რუსეთისათვის სექტორალური სანქციების შემოღებისათვის. ამასთან საგულისხმოა რომ ევროპაში ვაკვირდებით იმ სურათს რასაც იაპონიაში 1990-იან 2000-იან წლებში: მაღალი უმუშევრობა და რეკორდულად დაბალი ინფლაცია. ამ კონტექსტში ევროპის ცენტრალური ბანკს განზრახული აქვს წამახალისწბელი მონეტარული პოლიტიკის გატარება. ბანკმა უკვე დასწია ძირითადი საპროცენტო განაკვეთები 0.15%-დან 0.05%, აგრეთვე გაზარდა ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე -0.1%-დან -0.2%-მდე და მას განზრახული აქვს დაიწყოს ფასიანი ქაღალდების მასშტაბული გამოსყიდვა. ყველა ეს ზომა მიმართულია  ევროზონის ბანკების სტუმულირებისაკაბ გაზარდო ეკონომიკის დაკრედიტება ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის და დეფლაციის დასაძლევად.

 

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან გავს დიდი დეპრესიის წინ 1930 წელს სმუთ-ჰოლის ტარიფის შემოღებას, რამაც მსოფლიოში ჯაჭვური რეაქციისთ ყველა ქვეყანას სავაჭრო ბარიერების შემოღებისკენ უბიძგა თუმცა მაშინ ვინც ამ სავაჭრო „ომში“ ჩაება მსოფლიო ეკონომიკის წამყვანი ქვეყნები წარმოადგენდნე, ხოლო რუსეთის ბაზარი ერთად აღებული ცალკეული ევროპული ქვეყნებისათვის  დიდ რისკს არ შეიცავს და ამ მხრივ დასავლეთის კონსოლიდაცია რისკების და დანაკარგების განაწილებას უზრუნველყოფს, რის გამოც ფასი რუსეთისათვის უფრო მაღალი იქნება ვირდე ევროპისათვის. მეორეს მხრივ 1930-იანი წლების სავაჭრო ბარიერებით შეწუხებულმა გერმანიამ მიმართულება საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისკენ აიღო. აღნიშნული შესაძლებლობები რუსეთსაც გააჩნია ჩინეთის სახით, რომელიც საკმაოდ დიდი და პოტენციურად მზარდი ბაზარია.

 

რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდის ტემპი 2014 წლისათვის 0.3%-ია და მის ექსპორტის სტრუქტურაში 60%-მდე ნავთობისა და გაზის ექსპორტს უჭირავს. ანუ რუსეთი  სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტიორია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპა ენერგო-მომარაგების დივირსიფიკაციის მიმართულებით ქმედით გზებს გადადგამს, ამ კუთხით საინტერესოა ირანის როლი, რომელიც შესაძლოა ნაბუკოს პროექტის მონაწილედ მოგვევლინოს კიდეც, რაც პერსპექტივაში რუსეთის საექსპრტო პოტენციალის მნიშვნელოვნად შემცირებას ნიშნავს, თუმცა ევროპისგან რაიმე მკვეთრ მოძრაობებს ვფიქრობ არ უნდა ველოდოთ.



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%