GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
ასრულებს თუ არა ლარი ფულის ფუნქციებს?!
14:32 02-03-2016

ფული ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. სახელმწიფოს შეუძლია ფულის მიწოდების კონტროლის სხვადასხვა არხები და ინსტრუმენტები მაკროეკონომიკური რეგულირებისათვის, ეკონომიკის სტაბილურობაზე გავლენისათვის გამოიყენოს. ეკონომიკურ თეორიაში მიღებულია, რომ ფული სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

  • გაცვლის საშუალების (გადახდის საშუალება);
  • ღირებულების საზომის;
  • დაგროვების საშუალების (ღირებულების შენახვის საშუალება).

 

 

 

მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ რამდენად ასრულებს ან/და ვერ ასრულებს ლარი ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს საქართველოს მაგალითზე.

 

 გაცვლის საშუალება - გაცვლის საშუალება ისაა, რასაც მყიდველები გამყიდველებს აძლევენ საქონლისა და მომსახურების შეძენისას. ფული გაცვლის საყოველთაოდ მიღებული საშუალებაა, ის ბარტერული გაცვლის სისტემისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად ამარტივებს გაცვლის პროცედურებს საქონლით თუ მომსახურებით დაინტერესებულ პირებს შორის. ხელისუფლების ორგანოები საკუთარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩოებით ზღუდავენ სხვა ქვეყნის ვალუტებს იმისათვის, რომ ეროვნული ფულის ფუნქციების სრულყოფილად რეალიზაციას შეუწყოს ხელი. ასე მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა. გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

 

   რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც გაცვლის საშუალებას და ღირებულების საზომის ფუქნციას რუსული რუბლი ასრულებს;

 

  უძრავი ქონების, ავტომობილების და სხვა ძვირადღირებული ძირითადი საშუალებების ბაზარი, სადაც გაცვლა აშშ დოლარში ან/და ევროში ხორციელდება, ცალკეულ შემთხევებში ადგილი აქვს ფასების  ლარებში გამოხატვას, თუმცა მისი გაანგარიშება ხდება გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

 

მაშასადამე მიუხედავად ინსტიტუციური შეზღუდვისა ლარი არ წარმოადგენს გადახდის ერთადერთ საშუალებას საქართველოში.

 

 

  ღირებულების საზომი - ფულის ღირებულების საზომის ფუნქციას ადამიანები ფასების განსაზღვრისა და ვალების აღრიცხვისთვის იყენებენ. მაღალი ინფლაციის და ვალუტის გაუფასურების პირობებში ღირებულების საზომის ფუნქციები გადადის „გაუფასურებული“ ეროვნული ვალუტიდან უფრო მეტად მყარ უცხოურ ვალუტაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით ძირითად საქონელზე და მომსახურების ფასები გამოხატულია უცხოური ვალუტის ექვივალენტ ლარებში („პირობით ერთეულებში“).

 

საქართველოში დაბალი და საშუალო ღირებულების სამომხმარებლო საქონლის დონეზე მსგავს პრობლემა ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ უძრავი ქონების და ავტომობილების ბაზარზე, ასეთი საქონლის მაღალი ღირებულების  და „გაუფასურების“ მიმართ მაღალი აბსოლუტური მგრძნობელობის გამო, ადგილი აქვს აღნიშნულ პრობლემას.

 

 დაგროვების საშუალება - დაგროვების საშუალება ესაა ადამიანების მიერ მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში გადატანის შესაძლებლობა. ფული ყველაზე ლიკვიდური აქტივია. რამდენად ასრულებს ლარი აღნიშნულ ფუნქციას? აღნიშნულისათვის მნიშვნელოვანია ვნახოთ კომერციულ ბანკებში საქართველოს მოსახლეობის მიერ განთავსებული დეპოზიდები. 2015 წლის მაისში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ სულ 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა. შედეგად, წინა წლებთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.6% პუნქტით შემცირდა და 65.7%- მიაღწია. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.1 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი. როგორც აღნიშნული ციფრებიდან ჩანს მოსახელობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლარს როგორც დაგროვების საშუალებას არ იყენებს. აღნიშნული მიზეზიც  ეროვნული ვალუტის კურსის და ფასების არასტაბილურობაში უნდა ვეძებოთ.

 

აღსანიშნავია, რომ  განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფულის როგორც გადახდის საშალების ფუნქცია უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ფულის როგორც დაგროვების საშუალების ფუნქცია, ვინაიდან ფინანსური ბაზრების განვითარება ფულის დაგროვების და ღირებულების შენახვის უფრო მრავალფეროვან და ეფექტურ საშუალებებეს იძლევა, ვიდრე თავად ფულის შენახვაა. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კი ფულის როგორც დაგროვების ფუნქცია უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ფულის როგორც გადახდის საშალების ფუნქცია, ვინაიდან ეკონომიკური ურთიერთობების დაბალგანვითარებულობა და დაბალი დინამიურობა აქტუალურს ხდის გრძელვადიან პერიოდში ფულის ღირებულების შენახვის ეფექტს და არა ბრუნვის შედეგად შემოსავლის მულტიპლიკატორის ეფექტს.

 

როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს ლარის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ნდობა, როგორც გაცვლის, ღირებულების საზომის და დაგროვების საშალებისადმი დაბალია და ქვეყანაში  ფულის  ფუნქციებს სხვა ვალუტები ავსებენ. თავისმხრივ ლარი და საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებულ თუ მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვიდრე ქვეყნის შიგნის განხორციელებულ მონეტარულ თუ სხვა სახის პოლიტიკაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსური ბაზრების განვითრება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების  ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით ეროვნული ვალუტის კონკურენტუნარიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს დამაჩქარებელ მთავარ ფაქტორად გვევლინება.



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

26-05-2019
2.7802 0.0000
3.1102 0.0000
3.5275 0.0000
0.043044 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%