GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
2014 წლის (6 თვე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ შესრულდა
01:13 09-09-2014

2014 წლის 6 თვეში ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით ვერ შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გეგმა 292 მლნ ლარით, ხოლო შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა 115 მლნ ლარით.

 

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლების ნაწილში გეგმა 103.2%-ით შესრულდა, თუმცა ვერ შერულდა ბიუჯეტის შემოსავლები გრანტების და სხვა შემოსავლების ნაწილში აქ შესაბამისად შესრულების მაჩვენებლები შეადგენდა 47% და 79%, რაც საერთო ჯამში 87 მლნ ლარია.

 

კიდევ ერთი ფაქტორი შემოსავლების შეუსრულებლობაში არის არსაკმარისი საკრედიტო რესურსების მოზიდვა, კერძოდ 148 მლნ ლარით ნაკლები საკრედიტო რესურსები იქნა მოძიებული. სულ მობილიზებულ იქნა 493 მლნ. საიდანაც 346 მლნ ლარი წარმოადგენდა საშინაო  ფასიანი  ქაღალდების  რეალიზაციიდან  მიღებული შემოსულობებს. აღსანიშნავია რომ  საგარეო წყაროებიდან მოსაზიდი ფინანსები უფრო იაფი სესხია, ვიდრე საშინაო ფასიანი ქაღალდები. საგულისხმოა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობის ეს ნაწილი სახელმწიფო აქტივების კლებით იქნა კომპენსირებული, რაც ნეგატიური ტენდენციაა ბიუჯეტის შესრულების პრობლემის ნიველირებისათვის. 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%