GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
კეინზი VS ეკონომიკური ზრდა საქართველოში
18:09 22-02-2016
როგორც ცნობილია კეინზიანელებმა შექმნეს კონკრეტული მეთოდი და ფორმები ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების პრინციპების შერეული ეკონომიკის პირობებში. ყველაზე უფრო ცნობილი მეთოდი ეკონომიკის სახლმწიფო რეგულირების ანტიციკლური პოლიტიკის სახელწოდებით არის წარმოდგენილი, რომელსაც ხშირად იყენებენ როგორც ეკონომიკის რეგულირებისათვის ასევე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის.
 
კეინზიანური ანტიციკლური პოლიტიკა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო პოლიტიკის და პროცენტის ნორმის რეგულირება. ეკონომიკური დაქვეითების პროცესში მოგვიწოდებენ ინვესტიციების სტიმულირებისაკენ, პირველ რიგში სახელმწიფო დანახარჯების ზრდით, რომელიც უზრუნველყოფს არასაკმარისი მოთხოვნის სტიმულირებას. მეორე არის საბანკო კრედიტებზე ზემოქმედება. ეს პოლიტიკა რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების სტიმულირებას ფულადი მასის ზრდის გარეშე. მესამე, ეს არის საინვესტიციო პროცესებზე ზემოქმედება რომელსაც იგი გადასახადების მეშვეობით ახდენს, იმისათვის, რომ გაზარდოს როგორც საწარმოო, ასევე სამომხმარებლო მოთხოვნა.
 
კეინზიანური მიდგომის მიხედვით დისკრეციულ ფისკალურ პოლიტიკას შემდეგი სახე აქვს: ექსპანსიური ფისკალური პლიტიკა (G) ხელს შეუწყობს ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას (AD), შესაბამისად ჩვენ თუ დავუშვებთ იმას, რომ მოთხოვნის ზრდა გაზრდის მიწოდებას, შემოსავლები გაიზრდება (Y) რაც საბოლოო ჯამში გაზრდის სამომხმარებლო ხარჯებს (C).
 
G→AD→Y→C→AD→Y
 
აღნიშნულ შეხედულებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც სახელმიწფოს ეკონომიკურ როლს როგორც საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ნაწილად განიხილავენ და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს ხარჯებსა და ეკონომიკურ ზრდას შორსი არანაირი კავშირი არ არსებობს.

 

 

აღნიშნული ჰიპოთეზის ან/და კეინზიანურ პოლიტიკასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირის გამოსავლენად გამოვიყენოთ ეკონომიკაში კარგად ცნობილი მიზეზობრიობის ტესტი რომელიც „გრეინჯერის ტესტის“ (Clive W. J. Granger 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი. ნობელის პრემია გადაეცა „ეკონომიკური დროითი მწკრივებისა და საერთო ტრენდის (კოინტეგრაციის) კვლევებში“ შეტანილი წვლილისათვის) სახელწოდებით არის ცნობილი*.
 
მიზეზ-შედეგობრიობის ტესტი (გრეინჯერის ტესტი)
 

კავშირის მიმართულება

F-სტატისტიკა

ალბათობის მაჩვენებელი

ლაგი

გადაწყვეტილება

მიღებული შედეგი

სახელმწიფო ხარჯები (2010 წლის ფასებით) > ეკონომიკური ზრდა (2010 წლის ფასებით)

1.15160

 

0.0345



6

ნულოვანი ჰიპოთეზა უარყოფილია

ხარჯების ზრდა იწვევს ეკონომიკურ ზრდას

ეკონომიკური ზრდა (2010 წლის ფასებით) სახელმწიფო ხარჯები (2010 წლის ფასებით)

0.33663

 

0.0266



6

ნულოვანი ჰიპოთეზა უარყოფილია

ეკონომიკური  ზრდა იწვევს ხარჯების ზრდას

 
საქართველოს მაგალითზე აღნიშნული ტესტის მიხედვით სახელმწიფო ხარჯები არის მიზეზობრივ კავშირში ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე ეკონომიკური ზრდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სახელმწიფო ხარჯების ზრდასთან.
   
   
 
---------------------
*აღნიშნული ტესტი შესახებ აუცილებელია ავღნიშნოთ: ის ავლენს ეკონომიკურ მოვლნებს შორის სტატისტიკურ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის და არა მის შინაარსობრივ მხარეს; ტესტის შედეგები სტაციონალურობის ანალიზის გარეშე არის მოკლევადიანი ეფექტების მახასიათებელი.


უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

21-11-2019
2.9776 0.0041
3.2956 0.0039
3.8444 0.0021
0.046553 0.000114
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%