GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
საქართველოს რესტორნების ბაზრის მოკლე მიმოხილვა
16:19 20-04-2015

რესტორნების, ბარების, კაფეების და სხვა სასადილოების მომსახურების სფერო ეკონომიკის ტრადიციულ დარგს წარმოადგენს. ჩვენს მიერ განხორციელდა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით რესტორნების ბაზრის მოკლე ანალიზი.

საქართველოს საზოგადოებრივი კვების ბაზარის მოცულობა 2013 წელს 913 მლნ. ლარს შეადგენს. 2006-2013 წლების მანძილზე ბაზრის საშუალო წლიური რეალური ზრდის ტემპი 9.1%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპების საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

ამ სფეროში რენტაბელობა საკმაოდ მაღალია, კერძოდ თუ გავაანალიზებთ ამ სფეროში შექმნილ დამატებული ღირებულების და მთლიანი გამოშვების ფარდობას, 2006-2013 წლების მონაცემებზე დაყრდნობით საშუალო წლიური მაჩვენებელი 55%-ია, აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე ფასნამატს წარმოადგენს.

 

 

საგულისხმოა, რომ 2013 წელს საზოგადოებრივი კვების ბაზარზე მხოლოდ, რესტორნების ბრუნვამ 340 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 37%-ს შეადგენს. 2006 წელს კი რესტორნების ბრუნვა საზოგადოებრივი კვების ბაზარის 15%-ს შეადგენდა, 2006 წელთან შედარებით 2013 წელს რესტორნების წილი საზოგადოებრივი კვების ბაზარზე 2.4 ჯერ გაიზარდა, ხოლო მთლიანი ბრუნვა კი 6.3-ჯერ (54 მლნ. ლარიდან 340 მლნ. ლარამდე), ამ სეგმენტის საშუალო წლიურმა რეალურმა ზრდის ტემპმა 25% შეადგინა. ხოლო, რესტორნების სეგმენტისათვის ამ სეგმენტში შექმნილ დამატებული ღირებულების და მთლიანი გამოშვების ფარდობა, 2006-2013 წლების მონაცემებზე დაყრდნობით საშუალოდ წლიურად  33%-ია და ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

 

რესტორნების სეგმენტში  შრომითი დანახარჯების წილი მთლიან გამოშვებასთან შეფარდებით 2006-2013 წლებში საშუალოდ 18%-ს შეადგენს, ხოლო შუალედური მოხმარება 67%-ს.

საზოგადოებრივი კვების ბაზარზე კონკურენცია სამაოდ მაღალია, რაზეც დამატებული ღირებულების და მთლიანი გამოშვების ფარდობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაც ადასტურებს. ამასთან 2013 წლის მონაცემებით ბაზარზე დაახ. 2800 საწარმოა. მომსახურება ბაზარზე პრაქტიკულად იდენტურია, თუმცა ცალკე საგმენტებად შეიძლება რესტორნების, სწრაფი კვების დაწესებულებების, ბარების, კაფეების და სასადილოების გამოყოფა.

ბაზარზე არ ვაკვირდებით მონოპოლიებს და ბაზარზე შესვლა და გამოსვლასთან დაკავშირებით პრაქტიკულად უმნიშვნელო ბარიერებია. ამასთან, იზრდება ინვესტიციები რესტორნების სექტორში. 2013 წელს 1012 წელთან შედარებით აღნიშნულ სექტორში ინვესტიციების 2.12-ჯერ ზრდას ჰქონდა ადგილი.

 

სექტორის ზრდაზე მუითითებს 2006-2008 წლებთან შედარებით ჯერ 2009-2010 წლებში დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა და შემდგომ 2011-2013 წლებში დასაქმების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა. დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება საშუალო თვიური ნომინალური შრომის ანაზღაურებაც, კერძოდ 2006 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება დაახ. 3.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო საშუალო წიურმა რეალურმა ზრდამ 16% შეადგინა.

 

რაც შეეხება მომხმარებელთა მიდრეკილებებს, საზოგადოებრივ კვებაზე გაწული ხარჯების წილი მთლიან სამოხმარებლო ხარჯებში  2006-2012 წლების განმავლობაში დაახ. 2.6%-ს შეადგენდა. ამასთან იზრდება მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რომლის ზრდასთან ერთად ვაკვირდებით აღნიშნული ტიპის ხარჯების წილის ზრდას მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში. მაშასადამე, შემოსავლის ზრდასთან ერთად სამომხმარებლო ხარჯები იზრდება არ მარტო აბსოლუტურ მაჩვენებლებში არამედ ფარდობით მაჩვენებლებშიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკის აღნიშნული სექტორის წილი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან როგორც ეკონომიკური თეორიიდან არის ცნობილი შემოსავლის ზრდასთან ერთად ადგილი ექნება ჩანაცვლების ეფექტს მაგალითდ საოჯახო მეურნებების არაკომერციული მომსახურების საზოგადოებრივი კვების მომსახურებით ჩანაცვლებას. ასევე მოსალოდნელია თავად საზგადოებრივი კვების მომსახურებაში რესტორნების მომსახურების წილის ზრდა. ვინაიდან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა მოვლენების განვითარების აღნიშნული სცენარი მოსალოდნელი და კანონზომიერია.

 

 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

21-11-2019
2.9776 0.0041
3.2956 0.0039
3.8444 0.0021
0.046553 0.000114
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%