GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
სტრუქტურული ცვლილებები [საქართველოს] ექსპორტში
15:32 07-11-2014

ბოლო პერიოდში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ექსპოტრის ყველაზე მაღალი ზრდა 2010 წელს იქნა მიღწეული (2010 წელს ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 48%-ით წინა წელთან შედარებით) ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება 2009 წელს მოხდა (2009 წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდა 24%-ით წინა წელთან შედარებით) როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოში გაუარესდა მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მათ შორის ექსპორტის ზრდის ტემპი.

 

2009 წლამდე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ასევე გვიჩენებს, რომ ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებზე მოდის, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი ევროკაშირის ქვეყნებში. კერძოდ, 1995-2005 წლებში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში საშუალოდ შედგენდა 51%-ს. 2006-2010 წლებისთვის ეს მაჩვენებელი 38%-მდე შემცირდა. 2011-2014 წლებში ეს მაჩვენებლი 52%-ს შეადგენს. მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში ბოლო 15 წლის განმავლობაში საშალოდ 20%-ის ფარგლებში მერყეობს და მნიშვნელოვანი ზრდით არ ხასიათდება.

 

2010 წლის შემდეგ ადგილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდას, წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, ზრდის ტემპები 2010-2011 წლებში საშუალოდ 34%-ს შეადგენდა ხოლო 2013 წლეს 72%-ს. თუმცა მიუხადავად აღნიშნულისა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ექსპორტის სტრუქტურაზე საექსპორტო ქვეყნების მიხედვით. ექსპორტის საერთო მოცულობა იზრდება დსთ- ქვეყნებში ექსპორტის ხარჯზე, თავისთავად ექსპორტის ზრდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდებს. სხვა სკითხია ის თუ რამდენად სახარბიელოა ქვეყნის ექსპორტის ზრდა დსთ- ქვეყნებში.

 

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მეწარმეთა უმრავლეობა ხარისხზე ორიენტირებული და ევროპულ მოთხოვნებზე გათვალისწინებული პროდუქციის წამოების შექმნას/განვითარებაზე იღებს ორიენტაციას, რაც თავისი არსით საქართველოში მოქმედი ფირმების სამეწარმეო უნარის განვითარების მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორი გახდა, რის შედეგად ევროკავშირის ქვეყნებში ქვეყნის ექსპორტის ზრდის მაჩვენებელიც იზრდება.

 

რა უპირატესობები აქვს ქვეყნის ექსპორტის ზრდას დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია მისი მოკლე და გრძელვადიან კონტექსტში განალიზება, მოკლევადიან პერიოდში საქართველოში მოქმედი ფირმების უმრავლესობისათვის უფრო მარტივია დსთ- ქვეყნებში ექსპორტის, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული ქვეყნის მოთხოვნების შესრულება დიდ ძალისხმევას და სამეწარმეო უნარის განვითარების მაღალ დონესთან არ არის დაკავშირებული, ექსპორტის ზრდა საქართველონაირ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა თუ რომელ ბაზრებზე აკეთებენ ორიენტაციას ქვეყნის შიგნით მოქმედი ფირმები, რაც შეეხება გძელვადიან პერიოდს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია  სტაბილურ ბაზარზე ორიენტირება (სადაც ნაკლები პოლიტიკური რისკებია), რომელშიც შეღწევა საკმაოდ დიდ შრომასთან არის დაკავშრებული მაგრამ ასეთი ბაზრებში მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დსთ- ქვყენების ანალოგიურ მაჩვენებლებს (სადაც კონკურენციაც საგრძნობლად მაღალია), ევროკაშირის ბაზარზე ორინეტაცია გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობაა საქართველოსათვის, ამის საპირისპიროდ კი, მიუხედევად იმისა, რომ საქართველო უკვე სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წახალისებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათებით, ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრად მაინც დსთ-ს ქვეყნები რჩება (სადაც ევრაზიული კავშირის ქყეყნებში ექსპორტის წილი დსთ-ს ქყეყნებში ექსპორის მოცულობა  ბოლო 4 წლის მაჩვენებლების მიხედვით დაახ. 40% შეადგენს). აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში ექსპორტიორთა უმრავლეოსობა ორიენტაციას აიღებს  დსთ-ს ქვეყნებისაკენ, შეაბამისად შემცირდება იმ მეწარმეთა რაოდენობა რომლებიც ქვეყნის მიერ DCFTA-შეთანხმებით მიღებული სარგებლის გამოყენებაზე იქნებიან ორიენტირებული.

 

 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

21-11-2019
2.9776 0.0041
3.2956 0.0039
3.8444 0.0021
0.046553 0.000114
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%