GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
ინფლაციური მოლოდინი და გაცვლითი კურსი
12:11 28-10-2014

2014 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, პირველი 9 თვის საბიუჯეტო შემოსავლები 5 308 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის 4 909 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. 2014 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში მიღებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 4 373 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 89.1%-ია.

 

2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლები 4 935 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 100.5 %-ია, ხოლო მთლიანად შემოსულობები 6 228 მლნ ლარს, ანუ გეგმის 95.2%- შეადგენს.

 

სხვაობა შემოსავლების და შემოსულობების შესრულებას შორის ძირითადად საგარეო ვალის დაგეგმილზე ნაკლებად ზრდამ გამოიწვია. კერძოდ, დაგეგმილი 629 მლნ ლარის ნაცვლად ფაქტიურად აღებულმა საგარეო ვალმა 247 მლნ შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გეგმის მიხედვით ვალდებულებების ზრდა 1 119 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო 8 თვის ფაქტიური შესრულება ამ ნაწილში 731 მლნ ლარი იყო, საიდანაც საშინაო ვალდებულებების ფაქტიური ზრდა გეგმის 98.7%- შეადგენდა, ხოლო საგარეო ვალდებულებების ფაქტიურმა ზრდამ 9 თვის გეგმის მიმართ 39.3% შეადგინა.

 

რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში დაგეგმილი ხარჯი 5 563 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, პირველი 8 თვის განმავლობაში ფაქტიურმა ხარჯებმა 4 576 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 82.3%- შეადგენს. ამასთან უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 8 თვის ანგარიშში მითითებული გეგმიური ხარჯები შემცირებულია და 5 553 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად თავდაპირველად მითითებული 5 563 მლნ ლარისა. მთლიანობაში, 9 თვის დაგეგმილი გადასახდელების მოცულობა 6 748 მლნ ლარია, საიდანაც 23 სექტემბრის მონაცემებით 5 880 მლნ ლარია (გეგმის 87.1 %) შესრულებული.

 

2014 წლის იანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და  ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ  შეადგინა -181 852.0 ათასი ლარი (ცხრა თვის გეგმა -737 312.9 ათასი ლარი).

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ჩამორჩენა ქვეყნის ხელისუფლებას უბიძგებს, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ფულის დიდი რაოდენობა გამოიტანოს ბაზარზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსების გზით, რასაც მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდასთან ერთად გაცვლითი კურისის ცვლილება მოჰყვება, ამას თუ დავუმატებთ საზოგადოების ინფლაციურ მოლოდინებს, სახელისუფლებო პოლიტიკისადმი ნდობის ფაქტორს, დიდი ალბათობით ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლოსათვის გაცვლითი კურსი უფრო მაღალ წონასწორულ დონეზე შენარჩუნდება, ვიდრე ეს გასული წლის ბოლოს, უფრო სწორედ კი 2014 წლის დასაწყისში იყო.

 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

17-07-2019
2.8608 0.0053
3.2107 0.0103
3.5551 0.0311
0.045529 6.7E-5
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%