GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
რუსეთი და საქართველო: მომდინარე ეკონომიკური უსაფრთხოების რისკების შეფასება (2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით)
19:54 21-10-2014

ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია

 

უსაფრთხოება კომპლექსური ცნებაა და მოიცავს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს (როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის) ეკონომიკურ უსაფრთხოების სისტემას. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებიდან შეგვიძლია გამოვყოთ საშინაო და საგარეო ფაქტორები, ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტორები თანაკვეთადია. თითოეული ფაქტორის დადებითად თუ უარყოფითად მოქმედების შესაფასებლად საჭიროა მათი მოქმედების პრინციპის, სივრცის, მასშტაბის და ეროვნული სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ადაპტაციის უნარის შეფასება.

 

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცე ამისათვის უნდა განისაზღვროს ქვეყნის ეკონმიკური ინტერესები, რომელთა შორისაც შეგვიძლია გამოვყოთ: მოსახლეობის ცხოვრების დონე (მისი ამაღლება), ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარუნება, ქვეყნის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე გადასვლა, ქვეყანაში ე.წ. „სოციალური სიმშვიდის“ უზრუნველყოფა, საქართველოს გეოეკონომიკური დოქტრინის შემუშავება და სხვა.

 

საქართველოს გეოეკონომიკური დოქტრინის შემუშავება გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ, ფინანსურ, ინფორმაციულ, ტექნოლოგიურ, სამხედრო და სხვა სივრცეში ინტეგრაციას და პოზიციების გაძლიერებას რომელიც, შექმნის საქართველოსათვის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს.

 

მნიშვნელოვანია გამოვყოთ ეკონომიკური უსაფრთხოების კომპონენტები: მაკროეკონომიკური უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; თვისუფალი კონკურენციის დაცვა; საგარეო–ეკონომიკური უსაფრთხოება და სხვა.

 

ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორთა მთელი წყების ჩამოთვლა და განხილვა არის შესაძლებელი, თუმცა მოცემულ განხილვაში ყურადღებას გავამახვილებ, რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკური ხასიათის ინდიკატორზე: მშპ; მშპ მოსახლეობის ერთ  სულზე; ინვესტიციები; სახელმწიფო ფინანსები; საგარეო და საშიანო ვალი; გაცვლითი კურსი;  ეკონომიკური ზრდა;  ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები და დინამიკა.

 

მოცემულ ანალიზში აღნიშნული ინდიკატორები ეკონომიკური რყევების შეფასების საკმარის ინდიკატორებს წარმოადგენენ. საფრთხის მნიშვნელოვნების პირობებში ინდიკატორები იძლევიან სიგნალებს მის შესახებ. ამიტომაც აუცილებელია პარამეტრების პესიმისტური და ოპტიმისტური ზღვრების განსაზღვრა, იმისათვის რომ შევაფასოთ მოსალოდნელი კრიზისული საფრთხეები.

 

 

რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოსთან მიმართებაში

 

ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ქვეყნების როგორც ზოგადი პოტენციალი ისე სხვადასხვა მიმართულებიც არსებული შესაძლებლობები.

 

ქვეყნების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება. რუსეთი – 2011 წელს მშპ 1,885 ტრილიონი აშშ დოლარი, მშპ ერთ მოსახლეობის სულ სულზე 13 236 აშშ დოლარი, ექსპორტის მოცულობა 516 მლრდ აშშ დოლარი, იმპორტის მოცულობა 305 მლრდ აშშ დოლარი, საექსპორტო პროდუქციაში მინერალური პროდუქტების (გაზის და ნავთობ პროდუქტების) წილი 70,3 %, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 625 მლრდ აშშ დოლარი, ეკონომიკური ზრდის ტემპი 4,3%.

 

საქართველო – 2011 წელს მშპ 14370  მლნ აშშ დოლარი, მშპ მოსახლობის  ერთ  სულზე 3 215 აშშ დოლარია, ექსპორტის მოცულობა შეადგენს 2189 მლნ აშშ დოლარი, იმპორტის მოცულობა 7 057 მლნ აშშ დოლარია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 3400 მლნ აშშ დოლარი, ეკონომიკური ზრდის ტემპი 7%.

 

ცხადია ინდიკატორების მიხედვით რუსეთის ეკონომიკა აბსოლუტურ  მაჩვენებლებში აღემატება საქართველოს. აქ მნიშვნელოვანი ინდიკატორია ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ში სხვაობა, რომლის მიხედვითაც 4–ჯერ მეტია ერთ სულ მოსახლეზე მშპ რუსეთში ვიდრე საქართველოში. ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ხარჯების შედარებით რუსეთში სახელმწიფო ხარჯები 5,8-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. მაშასადამე რუსეთ ფარდობითი მაჩვენებლებშიც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს.  ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდა, რომელსაც სტრატეგიული ინტერესები აქვს საქართველოში საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა დამოკიდებულია საგარეო ეკონომიკურ კონიუქტურაზე, რაც მისი ექსპორტის სტრუქტურით არის განპირობებული.

 

მაშასადამე, რუსეთს ეკონომიკური პოტენციალი და მისი ზრდის ტემპები აძლევს საშუალებას განახორციელოს საქართველოში ეკონომიკური ინტერვენციები, რაც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად შეიძლება გადაიქცეს (ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება რუსეთისადმი). ინტერვენციების არხებიდან შეგვიძლია გამოვყოთ საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, რუსული ბიზნესის როლის ზრდა, ენერგო უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება და სხვა.

 

საგარეო ვაჭრობა. ეკონომიკური სანქციები ბოლო ათწლულებში საგარეო პოლიტიკის ყველაზე პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა. ბევრი მათგანი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით ცალმხრივად იქნა დაწესებული ემბარგოს ფორმით. გლობალიზებად ეკონომიკაში ცალმხრივი სანქციების ზემოქმედები ხარისხი შემცირდა რადგან, ალტერნატიული ბაზრის და მომწოდებლის მოძიება არის შესაძლებელი. 2005 წელს (რომელიც 2006 წელს გაფართოვდა), როცა რუსეთმა შემოიღო ემბარგო საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მას არ ქონია ეკონომიკური სანქციების დაწესების საკანონმდებლო ბაზა. 2006 წლის 7 დეკემბერ რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის შემთხვევებში“. ამ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის სავაჭრო კონტრაქტების, ფინანსური ოპერაციების და ტურიზმის შეწყვეტა ოთხიდან ექვს წლამდე შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში რუსეთი შედარებით პატარა ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად უფრო ხშირად გამოიყენებს ეკონომიკურ სანქციებს. გამოკვლევების მიხედვით რუსეთის სავაჭრო ემბარგო მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოს ვაჭრობას, რომლის მყისიერი უარყოფითი ეფექტი 64 მლნ აშშ დოლარია.

 

2011 წლის მონაცემებით რუსეთ საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 425 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 389 მლნ აშშ დოლარი საქართველოში ექსპორტია, ხოლო 36 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან იმპორტია. შედარება რომ განვახორციელოთ  საქართველოს ესქპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთში ექსპორტის წილი 2005 წელს შეადგენდა 17%, ხოლო 2011 წელს 1,6%–ია. ხოლო რუსული პროდუქციის წილი იმპორტში 2005 წელს – 15%, ხოლო 2011 წელს შეადგენდა 5%. დღეს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია ამიტომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში საფრთხეს არ უნდა ველოდოთ. თუმცა ამ კონტექსტში გამოსაყოფია ეკონომიკური რყევების ორი მიზეზი არასწორი ინვესტიციები და პოტენციური დანაკარგები.

 

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების შემდეგ  რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გამოაცხადა, რომ ქართული პროდუქცია რუსეთში 2011 წლის ბოლომდე დაბრუნდება. რუსული ბაზრის ნდონა ნიშნავს მაღალი რისკის მქონე ინვესტიციების განხორციელებას ამ ბაზრის ათვისებისათვის, რაც ასეთ ფირმებს რისკისადმი მიდრეკილს გახდის, რაც საბოლოო ჯამში  სამომავლოდ  ქვეყნისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან მოცულობით დიდი რუსული ბაზრის (საქართველოს იმპორტის წილი რუსულ იმპორტში 2011 წელს 0,0001%–ია) აუთვისებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოს ვაჭრობას და ანელებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ამიტომაც საქართველსათვის მნიშვნელოვანია დიდ ბაზარზე (ევროკავშირის ბაზარზე) თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა მიეცეს.

 

უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. მეორე ეკონომიკური შეხების წერტილი რუსეთთან ეს უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილებია. უცხოური ფულადი ნაკადები ქვეყნის როგორც საგარეო ისე შიდა ეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი ფაქტორია. უცხოური ფულადი ნაკადები პირველ რიგში უზრუნველყოფს საგარეო ეკონომიკურ წონასწორობას, გავლენას ახდენს ვალუტის კურსის სტაბილურობაზე. ვალუტის კურსის სტაბილურობა უცხოელი ინვესტორებისათვის საინვესტიციო შემოსავლის პროგნოზირებისათვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ამიტომ, თუ ვალუტის კურსი არასტაბილური იქნება შესაძლოა პოტენციური ინვესტიციები არ განხორციელდეს. შესაძლოა ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წილის კლებამ საიმპულსო როლი ითამაშოს და სპირალურად ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადებმა მნიშვნელოვანი შემცირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში სხვა თანაბარ პირობებში ეკონომიკური რყევა გარდაუვალი იქნება იმიტომ, რომ ქვეყანა რომელშიც იმპორტი შეადგენს მშპ–ს 50% მისი ეკონომიკის სტაბილურობისათვის ამ იმპორტის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება უცხოურ ფულად ნაკადებს.

 

2011 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსული ინვესტიციების წილი 5%–ია (52 მლნ აშშ დოლარი), თუმცა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების 52% სწრედ რუსეთიდან იგზავნება და 2011 წელს 655 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შემდგომ მოდის საბერძნეთიდან 11%–ით 144 მლნ აშშ დოლარი), რაც ჯამში საქართველოს მთლიან იმპორტთნ თანაფარდობაში იმპორტის 10%–ს შეადგენს.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები 2 700 მლნ აშშ დოლარია, რაც 2011 წლის იმპორტის  38%–ია. აღნიშული სავალუტო რეზერვი ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელოვანი რესურსია მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთიდან რაიმე ინსტიტუციური მექანიზმით შეწყდება უცხოური ფულადი ნაკადები, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ვაჭრობას, ვაჭრობის შემცირებას მოკლევადიან პერიოდში შეუძლია ფასების ზრდაც გამოიწვიოს. აგრეთვე შესაძლებელია ვალუტის კურსის სტაბილურობის დარღვევა და ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება, ვალუტის კურსის ცვლილება  ქვეყანაში ფასების არასტაბილურობას გააძლიერებს. ამიტომ სანამ ქვეყანა იმპორტზე ორიენტირებულია აღნიშნული მექანიზმით ეკონომიკური რყევის რისკი არსებობს. ამასთან რუსეთს გააჩნია მსგავსი დივერსიის მოწყობის ეკონომიკური რესურსი. თუ ამ მექანიზმის პოტენციალის მნიშვნელოვანი წილის გამოყენება მოხდება რუსეთის მიერ, მაშინ შედეგი უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე რუსული ემბარგოს შემთხვევაში იყო. ამ შეფასების გაკეთების სფუძველს ის იძლევა, რომ უცხოური ფულადი ნაკადების წილი მასშტაბით აღემატება რუსეთში განხორციელებულ მაქსიმალურ ექსპორტს 4,6–ჯერ (რუსეთში  მაქსიმალური ექსპორტის მოცულობა 2005 წელს დაფიქსირდა და შეადგენდა 150 მლნ აშშ დოლარს). ამასთან გრძელვადიან პერიოდში რუსეთიდან მიუღებელი ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ვაჭრობას და შეანელებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.

 

რუსული ბიზნესი საქართველოში. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოში იზრდება რუსული ბიზნესის მაშტაბები. რუსული ინვესტიციების ძირითადი წილი კი სახელმწიფოს [საქართველოს] სტრატეგიულ დარგებშია განხორციელებული. ამასთან გარანტია, რომ საქართველოში ჩადებული რუსული ინვესტიციები რუსეთის ხელისუფლებისაგან დაცული იქნება არ არსებობს.

 

ძირითადი რუსული საწარმოები საქართველოში: სს მადნეული; შპს „კვარციტი“;შპს მობიტელი; შპს „ლუკოილ ჯორჯია“; სს „ხრამჰესი 1“; სს „ხრამჰესი 2“ ; სს „თელასი“;სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ და სხვა ამ საწარმოების მიერ დაფუძნებული საწარმოები და ორგანიზაციები.

 

რუსული კომპანია სს „ინტერ რაო ესი“ რომლის წმინდა მოგება 2011 წელს შეადგენდა 1,4 მლრდ აშშ დოლარს საქართველში ეკუთვნის:  „მტკვარი ჰესი“, სს „თელასი“, სს „ხრამჰესი 1“ და სს „ხრამჰესი 2“.

 

რუსული კომპანია „Stanton Equities Corporation“ (GeoProMining)– საქართველოში ეკუთვნის:  სს მადნეული, შპს „კვარციტი“ და სხვა შვილობილი საწარმოები.

 

ობშორულ ზონებში დაფუძნებული ფირმებს შპს „დელგადო როუზს“,  შპს „ვოთერთრაილ ინდრასტიზს“ და შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ ეკუთვნის შპს „მობიტელი“, რომელიც „ბილაინის“ ბრენდის სახელით ეწევა მომსახურებას საქართველოში.

 

სააქციო საზოგადოება ნავთობის კომპანია „ლუკოილის“ (2011 წლის წმინდა მოგება 9 მლრდ აშშ დოლარი) შვილობილ კომპანიას შპს „ლუკოილ ევროპა ჰოლდინგ ბი. ვი. ნიდერლანდებს“ ეკუთვნის შპს „ლუკოილ ჯორჯია“.

 

ობშორულ ზონაში დაფუძნებული ფირმა შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითის“ ეკუთვნის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. აღნიშნული კომპანის რეალური მფლობელი რუსული ფორბსის ინფორმაციით რუსი ოლიგარქი ანდრეი რაპაპორტია.  საწარმოს ეკუთვნის შპს „რუსთავის წყალი“ და შპს „მცხეთის წყალი“.

 

რუსული ბიზნესის ხელში არის როგორც ენერგეტიკა ისე თბილისის და სხვა ქალაქების წყალმომარაგებაც. ენერგეტიკა და წყალმომარაგება წარმოადგენს, ქვეყისათვის არამარტო სტრატეგიულ დარგს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, არამედ სტრატეგიულ ობიექტებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა აქ შემდეგში გამოიხატება, ვინაიდან აღნიშნული დარგებში არსებული კომპანიები მონოპოლიური საწარმოებია მათ შეუძლიათ  თავიანთი მონოპოლიური ძალაუფლება განუზომლად გამოიყენონ (ჩვენ აქ არ განვიხილავთ მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემას). ენერგეტიკული და წყალმომარაგებაში მონოპოლიურად მაღალი ფასები ზრდის ქართული საწარმოების დანახარჯებს და მათ პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ამცირებს, აგრეთვე საზოგადოების გაზრდილი დანახარჯები ამცირებს მოთხოვნას შიდა ბაზარზე და ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ ფულად ნაკადებზე უფრო ზრდის. აგრეთვე წარმოების დანახარჯების ზრდა ინფლაციის მასტიმულირებელი ფაქტორია, რაც ეკონომიკის არასტაბილურობას განაპირობებს.

 

ბაზარზე ფასების მონოპოლიზაციაზე შეგვიძლია გადავხედოთ ბოლო დროს გაზრდილ ფასებს ეკონომიკის ამ სფეროებში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში წყლის ტარიფი ორჯერ გაიზარდა, პირველად ეს მოხდა 2007 წელს როცა ტარიფი 1,2-დან 2,40–მდე გაიზარდა, მეორედ კი 2010 წელს როცა ტარიფმა 3,15 თეთრამდე მოიმატა. მთლიანად წყლის ტარიფი 162%–ითა გაიზარდილი. 2006 წელს ელექტროენეგრგიის ტარიფი 11,98 (1კვტ/სთ) მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით 13,48-დან 17,69 თეთრამდე გაიზარდა. ელექტროენეგრგიის ტარიფი 50%–ითა გაიზარდილი.

 

2011 წელს რუსული ბიზნესის მთლიანმა შემოსავალი ჩვენი შეფასებით სულ შეადგენდა 1 300 მლნ ლარს, რომლის საშუალო რენტაბელობა დაახლოებით 23%–ია, ანუ 300 მლნ ლარი (170 მლნ აშშ დოლარი).  ხელფასები წილი დაახლოებით 20%, ანუ 260 მლნ ლარი. რუსული ბიზნესის ფაქტორული შემოსავლები 2011 წელს საქართველოს მშპ–ს დაახლოებით 5%–ს შეადგენდა. ხოლო თუ დარგების დონეზე ვიანგარიშებთ მაშინ სამთომოპოვებით მრეწველობაში; ელექტროენერგიის; აირის და წყლის წარმოება–განაწილებაში; საწვავის საცალო ვაჭრობაში და კავშრგაბულობაში შექმნილია მშპ–ს 50%–ი. ეს ერთი ქვეყნის ბიზნესისათვის საკმაოდ დიდი წარმომადგებლობითი წილია უცხო ქვეყნის ეკონომიკაში.

 

დასკვნები

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემდეგი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია:

 

1. რუსეთის ეკონომიკის სიდიდე მიუთითებს, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ეკონომიკური რესურსი, რომ ზარალი მიაყენოს ქართულ ეკონომიკას. ამასთან მისი  ზარალი ფარდობითად მცირე იქნება, ვიდრე ჩვენი ქვეყნისათვის;

 

2. საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებამ ემბარგოს ინსტრუმენტის გამოყენების ეფექტურობა საქართველოსთვის შეამცირა;

 

3. მომავალში თუ ქართული ბიზნესი გახდება რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული და არ ექნება დივერსიფიცირებული ბაზარი, მოსალოდნელია რომ 2005-2006 წლების შოკები კვლავ განმეორება;

 

4. მიმდინარე რისკს წარმოადგენს დიდი ფულადი ნაკადები რუსეთიდან, რომელზეც ფაქტობრივად დიდ წილად დამოკიდებულია საქართველოს საგარეო ეკონომიკური წონასწორობა. თუ რუსეთი აკრძალავს ფულად ნაკადებს საქართველოში მაშინ შოკის ეფექტი შესაძლოა იმაზე მაღალი აღმოჩნდეს ვიდრე ეს ემბარგომ გამოიწვია.

 

5. რუსული ბიზნესის გაძლიება საქართველოში და მონოპოლიზაცია ქართული ეკონომიკისათვის რამდენიმე ტიპის დანაკარგებთან და რისკებთან არის დაკავშირებული:

 

1) ფასების ზრდა წარმოების დანახარჯების ზრდისა და

2) ბაზარზე მონოპოლიური ფასების გამო;

3) საქართველოდან შემოსავლების გადინება;

4) სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლის დაკარგვა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას;

5) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დამოკიდებულების ზრდა უცხოურ [რუსულ] ფირმებზე, ფირმების დივერსიული ქმედების შემთხვევაში;

6) ეკონომიკური ძალაუფლების გაძლიერების შემთხვევაში საკუთარი პირობების კარნახი უცხო ქვეყნის ხელისუფლებისათვის – ანუ რუსული ბიზნესის სახით შესაძლო ქვეყანაში შეიქმნას ე.წ, „ზეწოლის ჯგუფი“, რომელიც ქვეყნის ეკონმიკურ კონიუნქტურაზე მოახდენს გავლენას.

 

ეკონომიური ძალაუფლების გაძლიერების და ქვეყნის ექსპანსიის არაერთი მაგალითი ახსოვს  ისტორიას, აღნიშიშნული ყველაზე თვალსაჩნო მაგალითი დიდი ბრიტანეთის „ოსტ ინდოეთის“ სავაჭრო კამპანია იყო, რომლის საშუალებითაც დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებდა აზიისკონტინენტზე.

 

სტრატეგიული პოლიტიკის (გეგმის) არსებობის შემთხვევაში რუსეთის პოტენციალის გაძლიერების გათვალისწიენბით რუსეთს დღესაც შეუძლია არსებული არხების გამოყენებით კრიზისული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ კონიუნქტურაზე.

 



“საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები“ კვარტლური მიმოხილვა აპრილი 2007 წელი ეკონპმოკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ–ევროპული საკონსულტაციო ცენტრი. (GEPLAC) გვ. 68



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%