GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
მონეტარული პოლიტიკის უცნაურობები
14:35 11-09-2014

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე უცნაურ უტოლობებს ვაკვირდებით. კერძოდ დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები პერმანენტულად აღემატება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთს, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები აღემატება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთებს, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთები აღემატება ბანკთაშორის დეპოზიტებზე  საპროცენტო განაკვეთებს. 

 

გამოდის რომ ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალია, მაშინ, როცა ნორმალურ პირობებში ის უმეტეს წილად ყველაზე მაღალი უნდა იყოს და კომერციულ ბანკებს ის საშაულებას აძლევდეს ეროვნული ბანკის, სახელმფო ობლიგაციების ან დეპოზიტების გარდა სხვა დამატებითი რესურსის მოზიდვისათვის.

 

დაცუალია უტოლობა სადაც  სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები აღემატება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთებს, ეს არ აძლევს საშუალებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან ნასესხები სახსრებით იყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.

 

ის გარემოება, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტია, კომერციულ ბანკებს არ აძლევს საკმარის სტიმულს მოიზიდოს დეპზოტები იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, ვინაიდან მათ ბევრად იაფი ფული ბანკთაშორის საკრეტირო რესურსების ბაზარზე, სახელმფიო ფასიან ქაღალდებზე და ეროვნული ბანკისგან გააჩნიათ.

 

ასეთ პოლიტიკას ვაკვირდებით უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე. მსგავსი პოლიტიკა ეროვნული ბანკის ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკაზე მიუთითებს, ამასთან აშკარად შექმნილია გარემო ბიუჯეტის დეფიციტის მონეტარიზაციისათვის.



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%