GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
ევროპა: გავლილი და გასავლელი გზა საქართველოსათვის
09:26 27-09-2014

მოკლე ისტორია

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა.

 

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა 2003 წლიდან  ინტენსიურ ფაზაში შევიდა, 2014 წლის ივნისში კი  ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდაასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (Deep and Comprehensive Free Trade Area, DCFTA) ითვალისწინებს ევროკავშირთან მავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობასპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.

 

საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" (ENP) შედეგია,  რომელიც 2004 წელს დაიწყო და  რომლის მიზანი იყო გაფართოებული ევროკავშირისა და მისი მეზობლების დაახლოება და ყველა ჩართულ მხარეში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. მან ხელი შეუწყო კავშირების ჩამოყალიბებას თანამშრომლობის ახალ სფეროებში და საქართველოს მიზანს, მიეღწია მეტი დაახლოებისათვის ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებთან.

 

რატომ ეწოდება აღნიშნულ შეთანხმებას „ღრმა და ყოვლისმომცველი“?

 

ტრადიციულად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სტანდარტული შეთანხმებები  ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების ბაზრების ორმხრივ გახსნას. ამ  შეთანხმებას კი "ღრმა და ყოვლისმომცველი"იმიტომ ეწოდება, რომ ის ბევრად  უფრო მეტ საკითხს მოიცავს. ის იქნება "ყოვლისმომცველი", ვინაიდან ის მოიცავს  ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო დიაპაზონს და ასევე "ღრმა",  ვინაიდან ის მიზნად ისახავს აღმოფხვრას "საზღვრის მიღმა" არსებული  დაბრკოლებები ვაჭრობისათვის, რითაც საქართველოსათვის ნაწილობრივ  გაიხსნას/გაფართოვდეს ევროკავშირის შიდა ბაზარი.

 

ეკონომიკური ურთიერთობები

 

ევროკავშირის შიდა ბაზარი შედგება 28 წევრი სახელმწიფოსაგან. ევროკავშირის  მოქმედების მთავარი საფუძველია ეკონომიკური აგენტები წინაშე მდგარი  ბარიერების მოხსნა და მაღალი სტანდარტებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის დამკვიდრება. ევროზონაში არსებული სირთულეების მიუხედავად,  უმეტესობა თანხმდება, რომ შიდა ბაზრის შექმნამ მის წევრებს უზარმაზარი  სარგებელი მოუტანა.

 

როგორც ცნობილია დღეისათვის საქართველო სარგებლობს ევროკავშირის მხრიდან ცალხმრივი  სავაჭრო შეღავათებით, ე.წ. "პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით" (GSP +).  ამ სისტემის ფარლებში შეთავაზებული შეღავათები შეზღუდულია DCFTA-სთან  შედარებით. მას შემდეგ, რაც DCFTA ჩაანაცვლებს GSP+ს, გაუქმდება ტარიფები  თითქმის ყველა პროდუქტზე და ამასთანავე ორივე მხარე გადაჭრის  მარეგულირებელი ბარიერების საკითხს.

 

2014 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლის წილი მთლიან ექსპორტში 21%-ის ტოლია, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი  ანალოგიურ პერიოდში შეადგენს მთლიანი იმპორტის 28%-ს.

 

2014 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან  საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 260  მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (775 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (544 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დროებითი ამოქმედება, რაც გულისხმობს ასოცირების შესახებ შეთანხმების დაახლოებით 80%-ის ძალაში შესვლას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გარღმავებაზე.

 

სამომავლო გეგმები

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა გარკვეულ დროს მოითხოვს. მანამდე აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რათა მხარეებმა მიიღონ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი მისი დროებითი ამოქმედებიდან დაწყებული. აღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავდა და მხარეებს შორის შეთანხმდდა ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესისთვის მომზადება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა, რაც მოხდება ისეთი პრაქტიკული ჩარჩოს შექმნით,  რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განხორციელდეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ამოცანები და ჩანაცვლდეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა. 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს 2014-2016 წლებში ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას.

 

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოუწევს მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზრის ზედამხედველობის ინსტიტუტის გაძლიერების კუთხით, რომელიც არის წინაპირობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირების, აღნიშნული ამავე დროს ხელს შუწყობს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%