GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
სიახლეები
ასახავს თუ არა რეალობას ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი - ფულის რაოდენობრივი თეორია
13:29 07-09-2014

ბოლო 6 წლის განმავლობაში (2008-2013 წლებში) მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 1.79-ჯერ გაიზარდა და M0 ფულადი აგრეგატის საშუალო წლიურმა წრდის ტემპმა 10% შეადგინა. ფულის მიწოდების ტემპი განსაკუთრებით მაღალი იყო 2013 წელს იყო. ამის ფონზე რეალური მშპ 1.27-ჯერ, ხოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1.25-ჯერ გაიზარდა. 2008-2013 წლებში საშუალო წლიურმა რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 4%, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 4% შეადგინა. 

 

თუ აღნიშნულ სტატისტიკას დავეყრდნობით, მაშინ გამოდის, რომ მოცემულ პერიოდში ფულის ბრუნვის სიჩქარე მცირდებოდა. თუმცა ეკონომიკის თეორიიდან ვიცით, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარე სტაბილური სიდიდეა და დინამიური რყევებით არ ხასიათდება. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირება შეიძლება ნაკარნახევი იყოს: 1. ვალუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირებით, რამაც ასახვა უნდა პოვოს მისი სავალუტო კურსების საგრძნობ გაუფასურებაში ან ეროვნული სავალუტო რეზერვების ხარჯვაში; 2. საოჯახო მეურნეობების მიერ დანაზოგებისადმი მიდრეკილების ზრდით ან სხვა მსგავსი ფაქტორით. 2008 წლიდან 2013 წლამდე შინამეურნეობების შემოსავლების 6.6%-დან 18% მდე გაიზარდა.  ასევე ვაკვირდებით ვალუტის კურსების გაუფასურებებს მაგალითად აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 2008-2013 წლებში 9.8%-ით გაუფასურდა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს სრულად ვერ ახსნის ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. თუმცა საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

1. ბოლო 6 წლის განმავლობაში ვერ ვაკვირდებით დოლარიზაციის მაჩვენებელის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში.

2. იმპორტის მოცულობის ზრდის პირობებში გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც სულაც არ ნიშნავს იმას რომ შემცირებულია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. რის გამოც ვალუტის გაუფასურება ვერ იქნება საკმარისი ფაქტორი ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირების ასახსნელად.

3. დანაზოგების მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი ზრდა მომავლისადმი პესიმისტური მოლოდინების ზრდით და სიფრთხილის მოტივით არის ნაკარნახევი. ამასთან 2008 წლის შემდეგ ვაკვირდებით მთლიანად სამომხმარებლო ქცევის ცვლილებას და მიმდინარე შემოსავლები მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება საოჯახო-მეურნეობების მოხმარების დაფინანსებისათვის, ამასთან ეკონომიკა სტაბილიზირდება ახალი სამომხმარებლო ქცევის (მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების) მიმართ. ასე რომ სიფრთხილის მოტივი მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს საქართველოში მიმდინარე "დეფლაციის" ასახსნელას.

4. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მონეტარულ პოლიტიკის განხორციელების დროს საჭიროა გარკვეული დროითი ლაგი, 6 თვიანი დროითი ლაგის დაშვების პირობებშიც ფულის მიწოდების მაჩვენელი საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ ფულის მიწოდება და ფულის ბრუნვის სიჩქარე მჭიდრო კორელაციაშია ერთმანეთთან, ამასთან ფულის მასის ზრდის კვალად მცირდება ფულის ბრუნვის სიჩქარე. ხოლო მშპ-ს ზრდის ტემპი უარყოფით კორელაციაშია ფულის ბრუნვის სიჩქარესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე ფულის ბრუნვის სიჩქარის ასეთი რყევები ნაწილობრივ არალოგიკურია და მიგვაჩნია, რომ ფულის ჭარბ მიწოდებას უფრო მეტად უნდა წაეხალისებინა ინფლაცია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით არის ეს დადასტურებული. 



უკან

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

24-11-2020
3.3073 0.0000
3.9215 0.0000
4.3918 0.0000
0.043481 0
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%