სალექციო კურსის დახასიათება
კურსის გავლის შემდგომ ინიშნება გამოცდა და გაიცემა 2 ტიპის სერთიფიკატი:
1. მოისმინა
2. წარმატებით გაიარა სატრენინგო კურსი
სალექციო პროგრამა
N |
თემის დასახელება |
1 |
ორმაგი ასახვის არსი, ბუღალტრული ბალანსის აგებულება და შინაარსი(თეორია) ორმხრივობის პრინციპის არსი, ბუღალტრული ტოლობის არსი, ბუღალტრული ბალანსის კომპონენტების განმარტება: მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი. აქტიური და პასიური ანგარიშების არსი |
2 |
მოთხოვნების აღრიცხვა (თეორია) მოთხოვნების წარმოშობის საფუძვლები და სახეები, მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა: მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების აღრიცხვა, უიმედო და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა, საწარმოს პერსონალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების აღრიცხვა, მომწოდებლების მიმართ გადახდილი ავანსები. |
3 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
4 |
ვალდებულებების აღრიცხვა(თეორია) საქონლის მოწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა, სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა, გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა, მიღებული ავანსების აღრიცხვა |
5 |
ვალდებულებების აღრიცხვა(თეორია) გადასახდელი ხელფასების აღრიცხვა, საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშება და აღრიცხვა, დღგ-ს არსი, გაანგარიშება და აღრიცხვა |
6 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
7 |
უცხოურ ვალუტაში არსებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა(თეორია) უცხოურ ვალუტაში არსებული მოთხოვნების აღრიცხვა, უცხოურ ვალუტაში წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა, საკურსო სხვაობების გაანგარიშება და უცხოური ვალუტის გადაფასება პერიოდის ბოლოს |
8 |
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა(თეორია) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების გაანგარიშება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა საშუალო შეწონილი და FiFo მეთოდით |
9 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
10 |
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა(თეორია) ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების თვითღირებულების გამოთვლა, ძირითადი საშუალებები მიღება სხვა აქტივზე გაცვლით (ბარტერი), ძირითადი საშუალებების მიღება უსასყიდლოდ (გრანტით), ძირითადი საშუალებების საკუთარი ძალებით მშენებლობა |
11 |
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა(თეორია) ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება, ცვეთის დარიცხვის საგადასახადო ნორმები, ქონების გადასახადის გაანგარიშება |
12 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
13 |
საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა(თეორია) საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში, სააქციო კაპიტალის აღრიცხვა, რეზერვების აღრიცხვა |
14 |
იჯარის აღრიცხვა, არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (თეორია) ფინანსური და ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა, არამატერიალური აქტივების კლასიფიკაცია, მიღების აღრიცხვა და ამორტიზაცია |
15 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
16 |
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, გაუნაწილებელი მოგების გაანგარიშება (თეორია) შემოსავლის აღიარება საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გაწევისას, ხარჯების აღიარება და შეფასება. არასაოპერაციო შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა. გაუნაწილებელი მოგების გაანგარიშება |
17 |
ფინანსური ანგარიშგებების შედგენა (თეორია) ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშების შედგენა პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე |
18 |
პრაქტიკული ქეისების განხილვა პროგრამა "ORIS"-ში |
18 ლექცია
1 ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი
კვირაში 3–ჯერ
ღირებულება 250 ლარი
ჯგუფის მოცულობა 5-8 კაცი
შეავსეთ GBER-ის სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: bit.ly/1qIDrPU
ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) | 4.6% |
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) | 5.6% |
უმუშევრობის დონე (2014 წ.) |
12.4% |
რეფინანსირების განაკვეთი | 8.00% |
![]() |
3.3011 | 0.0032 |
![]() |
4.0032 | 0.0115 |
![]() |
4.5053 | 0.0170 |
![]() |
0.043714 | 0.000217 |
RBC Comp | 187.59 | -2.59% |