GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
ჩვენ შესახებ>>წესდება

რეგისტრირებული კავშირი

საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო

წესდება

თავი I.

კავშირის სტატუსი; კავშირის მიზნები

მუხლი 1. კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

სახელწოდება

1.   წინამდებარე აქტი წარმოადგენს წესდებას კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირისა, რომლის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმაა რეგისტრირებული კავშირი (შემდგომ ტექსტში - ,,კავშირი")

2.      კავშირის სახელწოდებაა: ქართულად - “საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო”, ხოლო ინგლისურად “ Georgian Bureau of Economic Research”. კავშირის შემოკლებული სახელწოდება ინგლისურად ,,GBER”, ქართულად “სეკბ”.

3.      კავშირი იურიდიული პირის სტატუსს იძენს კავშირების რეესტრში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 2. კავშირის იურიდიული მისამართი; კავშირის

ხანგრძლივობა

  1. კავშირის იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის   გამზ. № 17,ბინა № 34.

2. კავშირი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 3. კავშირის ბეჭედი

 1. კავშირს შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი.

  2. კავშირის ბეჭდის დამზადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის გამგეობა, რომელიც ადგენს ბეჭდის ზომებსა და მის რეკვიზიტებს.

  3. კავშირის მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ან კავშირის მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებზე კავშირის ბეჭდის არსებობა, ან არარსებობა არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და მას აქვს მხოლოდ დამატებითი დაცვითი ფუნქცია. დოკუმენტის ნამდვილობისათვის გადამწყვეტია კავშირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა.

მუხლი 4. კავშირის დოკუმენტის რეკვიზიტები

 1. კავშირის მიერ გაცემულ ყველა დოკუმენტზე (წერილზე) უნდა მიეთითოს:

a)   კავშირის სრული სახელწოდება;

)  კავშირის იურიდიული მისამართი;

g) კავშირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობა, მისი სახელი და გვარი.

2. ლიკვიდაციის პროცესში ყოფნის შემთხვევაში დოკუმენტზე დამატებით უნდა მიეთითოს ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კავშირის ლიკვიდაციის პროცესი, აგრეთვე ლიკვიდატორის ვინაობა.

მუხლი 5. კავშირის მიზნები და საქმიანობა

კავშირის ძირითადი მიზნებია:

1. საქართველოს ეკონომიკური  პრობლემების სისტემური მეცნიერული კვლევის საფუძველზე ანალიტიკური მასალების მომზადება, სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის, სტატიების და მონოგრაფიების გამოცემა;

2.საქართველოს ეკონომიკურ რეალობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობის, პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე  საზოგადოების ინფორმირება და განათლების დონის ამაღლება;

3.საქართველოში ეკონომიკური კვლევების პოპულარიზაცია;

კავშირის საქმიანობის ფორმები

      1.ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის პრობლემატურ საკითხებზე;

   2. ხელს უწყობს ეკონომიკური კვლევის პოპულარიზაციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებში;

  3. ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;

  4.ეწევა საქართველოს ეკონომიკისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გამოვლენას და დაინტერესებული მხარისათვის გაცნობას

  5. ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევითი მეთოდების  დანერგვას საქართველოში და  ეკონომიკური განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;

        6.თანამშრომლობს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

        7. ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

        8. ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის  საკითხებზე რესპუბლიკური, რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, ფორუმების ჩატარებას;

         9. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

       10. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით და კავშირის წესდებით.

თავი II.

დამფუძნებლები: კავშირის წევრობა

მუხლი 6. კავშირის დამფუძნებლები

კავშირის დამფუძნებლებია არიან:

   1.სულხან ტაბაღუა - დაბადებული 1987 წლის 23 მაისს, გალის რ-ნი, სოფ. საბერიო. მცხოვრები მისამართზე: ზაზიაშვილის ქუჩა 15. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი 62006056163, პირადობის მოწმობა ე 0190384, გაცემული გალის შსგ მიერ.

     2. ნიკოლოზ ოსტაპენკო –დაბადებული 1986 წლის 31 მაისს, ქ.თბილისი. მცხოვრები მისამართზე: შატბერაშვილის ხევი 8ა. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი 01008026183, პირადობის მოწმობა დ 0377406, გაცემული ვაკე-საბურთალოს შსს საპასპორტო განყოფილების მიერ.

    3. გელა ქურციკიძე _ დაბადებული 1985 წლის 1 დეკემბერს, ამბროლაურის რაიონი სოფ. ჟოშხა. მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ი.პეტრიწის ქუჩა № 4ა, ბინა №46. პროფესიით ეკონომისტი. პირადობის მოწმობა, პირადი № 04001003904  სერია Nბ 1354362. გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ.

    4. გიორგი კუტალაძე - დაბადებული 1984 წლის 2 ოქტომბერი,   სამტრედიის რ-ნი სოფ. ტოლები. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას №64. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი№37001012805, პირადობის მოწმობა №ა 1277206, გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის მიერ.

      5. ზურა ზირაქაძე- დაბადებული 1986 წლის 14 მარტი,   ბაღდათის რ-ნი სოფ. ზედა დიმი. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელი. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პ

      5. ზურა ზირაქაძე- დაბადებული 1986 წლის 14 მარტი,   ბაღდათის რ-ნი სოფ. ზედა დიმი. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელი. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი №09001006948, პირადობის მოწმობა №ბ 0410065, გაცემული ბაღდათის შს რაიგანყოფილების მიერ.

     6. ნიკა კანკია - დაბადებული 1988 წლის 15 აგვისტო,   წალენჯიხის რ-ნი. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი, II კვარტალი 28-ე კორპუსი, №78 ბინა. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი № 51001014154, პირადობის მოწმობა №გ 1253909, გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის მიერ.

     7. გიორგი შოშიკელაშვილი - დაბადებული 1988 წლის 22 ივლისი,   ქ. თელავის  რ-ნი, სოფ. ნასამხრალი. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბანი მხატვრების დასახ. №2 ბინა. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი №20001028143, პირადობის მოწმობა №გ 0638430, გაცემული თელავის რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ.

     8. ირაკლი კოჭლამაზაშვილი - დაბადებული 1987 წლის 13 იანვარი,   ახმეტის რ-ნი, სოფ. ქვემო ალვანი. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბანის I მკრ. 14/67. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი №08001010522, პირადობის მოწმობა №გ0508627, გაცემული ახმეტის რაი შს განყოფილების მიერ.

     9.ილია ფირანიშვილი – დაბადებული 1988 წლის 19 სექტემბერი,   ქ. ყვარელი, აღმაშენებლის №18. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, საექიმოს I შესახვევი, I კორპუსი, №1 ბინა. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი # 45001013512, პირადობის მოწმობა №ა 0630858, გაცემული ყვარლის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ.

  10. ანა ოგანესიანი _ დაბადებული 1986 წლის 22 იანვარს, ქ. სამტრედიაში. მცხოვრები მისამართზე: დადიანის ქუჩა №18. პროფესიით ეკონომისტი, მოქალაქის პირადობის მოწმობა, პირადი №37001014208, პირადობის მოწმობა №გ 0410270, გაცემული სამტრედიის შს რაი-განყოფილების მიერ.

    11. ლევან კვიკვინია- დაბადებული 1987 წლის 1 აგვისტოს, ქ. სოხუმი. მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ბოჭორიძის ქუჩა. №20. პროფესიით ეკონომისტი, მოქალაქის პირადობის მოწმობა, პირადი №62001038170,  პირადობის მოწმობა №ე 0200589, გაცემული სოხუმის შს სამსახურის მიერ.

მუხლი 7. კავშირის წევრობა

    1. კავშირის წევრი შეიძლება იყოს:

ა)  საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე.

ბ)  საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს კავშირში წარმოადგენს კავშირის წევრი – იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამასთანავე, კავშირის წევრი – იურიდიული პირის დამფუძნებლები (წევრები) არ ითვლებიან კავშირის წევრებად.

   2. კავშირის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მისაღებად აუცილებელია კავშირის არანაკლებ ორი წევრის (დამფუძნებლის) წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრის მიღების შესახებ იღებს გამგეობა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო წევრის გარიცხვის შესახებ კრება. გარიცხვის საფუძველია წინამდებარე წესდების დარღვევა და/ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა.

   3. კავშირის წევრს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

    4. კავშირის წევრს უფლება აქვს:

         )    მიიღოს მონაწილეობა კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, კავშირის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

       ბ)           აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში;

       გ) დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;

       დ) კავშირის მიზნების მისაღწევად ისარგებლოს კავშირის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

    5. კავშირის წევრი მოვალეა:

     ) დაიცვას კავშირის წესდება;

     ) შეასრულოს მმართველი ორგანოების გადწყვეტილებები;

     ) პროპაგანდა გაუწიოს კავშირის მიზნებს;

     )არ გაახმაუროს კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია;

     )გადაიხადოს საწევრო, თუ საწევროს გადახდის ვალდებულებას დაადგენს კავშირის საერთო კრება.

   6.კავშირის წევრს უფლება არა აქვს, კავშირიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საწევროს უკან დაბრუნება (კომპენსაცია), ან განაცხადოს რაიმე პრეტენზია კავშირის ქონებაზე.

   7. კავშირის წევრობა არ გადაეცემა მემკვიდრეობით.

      8. კავშირს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები. საპატიო წევრად მიიღება ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის კავშირის ძირითადი მიზნების განხორციელებაში, ან აქტიურად თანამშრომლობს კავშირთან, ან სხვა ფორმით ემსახურება კავშირის მიზნების განხორციელებას. კავშირის საპატიო წევრებს არა აქვთ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობები.

მუხლი 8. კავშირის წევრთა რეესტრი

1.კავშირის წევრები უნდა აღირიცხონ კავშირის წევრთა რეესტრში (ჟურნალში);

       2.კავშირის წევრთა რეესტრის წარმოების წესს ადგენს გამგეობა;

      3.კავშირის წევრთა რეესტრს აწარმოებს კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.

თავი III.

მუხლი 9. კავშირის წევრთა საერთო კრება

     1.კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა კავშირის დამფუძნებელთა საერთო კრება (შემდგომ ტექსტში – კრება);

        2. კრებას უფლება აქვს, გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში;

        3. კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი კრების მოწვევისას შეტანილი იყო დღის წესრიგში;

       4. კრების კომპეტენციაა:

) კავშირის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

ბ)   კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება;

გ) კავშირის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება;

დ) კავშირის გამგეობის წევრების, მათ შორის გამგეობის თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება;

ე) კავშირის ფილიალისა (წარმომადგენლობის) და/ან კომისიის (მათ შორის სარევიზიო) შექმნა და მათი ლიკვიდაცია, ფილიალისა (წარმომადგენლობის) და კომისიის დებულების დამტკიცება; ფილიალისა (წარმომადგენლობის) და კომისიის დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება;

ვ) გამგეობის წევრების შრომის ანაზღაურების საკითხის გადწყვეტა;

ზ) კავშირის წევრის გარიცხვა;

თ) კავშირის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და ლიკვიდაცია, საბჭოს წევრების (კონსულტანტების) დანიშვნა და გათავისუფლება;

ი) კავშირის საწევრო შენატანის ოდენობის დადგენა და გაუქმება; შენატანის ოდენობისა და გადახდის ვადის დადგენა;

კ) ამ წესდებით დადგენილი სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 10. კრების მოწვევის პროცედურა

      1.კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ მაინც, ან მაშინ, როცა ამას მოითხოვს კავშირის ინტერესები;

      2.რიგგარეშე კრება მოიწვევა კავშირის წევრთა მეათედის წერილობით მოთხოვნით, ან გამგეობის გადაწყვეტილებით და კრების დღის წესრიგის მითითებით.

      3.კრების მოწვევს შესახებ წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით, ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში (მისი არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნებით კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

      4.იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, უფლება აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ წერილობით. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

მუხლი 11. კრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილებას მიღება.

       1.კრება უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წევრთა ნახევარზე მეტი;

       2.კრებაზე გადწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება კავშირის რეორგანიზაციის, ან ლიკვიდაციის, აგრეთვე წესდების შეცვლის თაობაზე – ორი მესამედის უმრავლესობით, ამასთან, კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს კავშირის ყველა წევრის ხმათა არანაკლებ ოთხი მეხუთედის.

      3.ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ხმები კვლავ თანაბრად გაიყო, საკითხი უარყოფილად ითვლება.

        4.კრება წარიმართება რეგლამენტის შესაბამისად. კრების რეგლამენტს ამტკიცებს კრება.

        5.კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. იგი პასუხს აგებს კრების ოქმის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.

      6.კეთილსინდისიერი მესამე პირების მიმართ არსებობს კრების ოქმის უტყუარობისა და კანონიერების პრეზუმფცია.

       7.საერთო კრებები აღირიცხება კავშირის საერთო კრებების აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალში უნდა მიეთითოს:

                ა)კრების რიგითი ნომერი;

                ბ)კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;

                გ)კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსი;

                დ) ჩანაწერის შემსრულებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა;

8.კრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს გამგეობის თავმჯდომარე.

მუხლი 12. კრების გადაწყვეტილებათა გაუქმება

1.კრების გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კავშირის მიზნებსა და წინამდებარე წესდებას, შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს, ან თვით კრების მიერ კავშირის მმართველი ორგანოების, ან კავშირის ნებისმიერი წევრის მოთხოვნით.

     2.კრების გადაწყვეტილების გაუქმება არ იწვევს იმ უფლებათა გაუქმებას, რომელიც შეიძინეს კეთილსინდისიერმა მესამე პირებმა კრების უკანონო, ან წესდების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესაბამისად დადებული გარიგების საფუძველზე.

მუხლი 13. კავშირის გამგეობა

1.კავშირის გამგეობა (შემდგომ ტექსტში – გამგეობა) არის კავშირის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანო;

2. გამგეობა შედგება ხუთი წევრისაგან;

3. გამგეობის წევრებს ირჩევს კრება ოთხი წლის ვადით. გამგეობის   უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე.

4. გამგეობის წევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად (გათავისუფლება, ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის გამგეობის წევრის მოვალეობის შესრულებას) ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს ახალ წევრს გამგეობის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

5. გამგეობის წევრის გათავისუფლება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მოვალეობის შეუსრულებლობის, ან საწესდებო მიზნების საწინააღმდეგო ქცევისათვის შეუძლია მხოლოდ კრებას.

მუხლი 14. გამგეობის კომპეტენცია

  1. გამგეობის კომპეტენცია:

ა)  კავშირის საქმიანობის ძირითადი მიართულებების, გეგმების, ბიუჯეტისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და წარდგენა კრებისათვის;

ბ)  კავშირის დარგობრივი კომისიების შექმნა და მათი თავმჯდომარეების დანიშვნა, აგრეთვე მათი გათავისუფლება;

გ)საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორების არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება;

დ) გამგეობის მიერ დანიშნულ (არჩეულ) პირთა ანგარიშგების მოსმენა;

ე) კავშირის წევრის მიღება, საპატიო წევრების მიღება;

ვ) კავშირის მიერ უძრავ-მოძრავი ქონების ვალდებულებათა დატვირთვა, კრედიტის (სესხის) აღება, თავდებობა მესამე პირების სასარგებლოდ და თავდებობის მიღება მესამე პირებისაგან.

2. გამგეობა უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

      3. გამგეობა ასრულებს აგრეთვე ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 15. გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია

      1. გამგეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე.

2. გამგეობის სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც და მას იწვევს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ან გამგეობის წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.

3.გამგეობის სხდომებს თავმჯდომარეობს გამგეობის თავმჯდომარე.

4.გამგეობა უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.

5.გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა, თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ხმები კვლავ თანაბრად გაიყო, საკითხი უარყოფილად ითვლება.

6.გამგეობა სხდომებს წარმართავს რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა.

7.გამგეობის სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომის ოქმის შედგენას. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. დასაშვებია გამგეობის სხდომაზე დამსწრე პირთა ხელმოწერაც.

8.სხდომის თავმჯდომარე პასუხს აგებს კრების ოქმის სიზუსტესა და ნამდვილობაზე. კეთილსინდისიერი მესამე პირების მიმართ არსებობს კრების ოქმის უტყუარობისა და კანონიერების პრეზუმფცია.

9. გამგეობის სხდომები აღირიცხება კავშირის გამგეობის სხდომების აღრიცხვის ჟურნალში. ჯურნალში უნდა მიეთითოს:

           )სხდომის რიგითი ნომერი;

           )სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

           )სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე   შინაარსი;

          ) ჩანაწერის შემსრულებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.

       10.გამგეობის სხდომების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს გამგეობის თავმჯდომარე.

მუხლი 16. გამგეობის წევრები

კავშირის გამგეობის წევრები არიან:

  1.ტაბაღუა სულხანი - დაბადებული 1987 წლის 23 მაისს, გალის -ნი, სოფ. საბერიო. მცხოვრები მისამართზე: ზაზიაშვილის ქუჩა #15. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი # 62006056163, პირადობის მოწმობა # 0190384, გაცემული გალის შსგ მიერ.

  2.გიორგი კუტალაძე - დაბადებული 1984 წლის 2 ოქტომბერი,   სამტრედიის -ნი სოფ. ტოლები. მცხოვრები მისამართზე: . თბილისი, შარტავას #64. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი # 37001012805, პირადობის მოწმობა # 1277206, გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის მიერ.

 3.ზურა ზირაქაძე- ზურა ზირაქაძე- დაბადებული 1986 წლის 14 მარტი,   ბაღდათის -ნი სოფ. ზედა დიმი. მცხოვრები მისამართზე: . თბილისი, სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელი. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი # 09001006948, პირადობის მოწმობა # 0410065, გაცემული ბაღდათის შს რაიგანყოფილების მიერ.

4.ირაკლი კოჭლამაზაშვილი - დაბადებული 1987 წლის 13 იანვარი,   ახმეტის -ნი, სოფ. ქვემო ალვანი. მცხოვრები მისამართზე: . თბილისი, ვაზისუბანის I მკრ. 14/67. პროფესიით ეკონომისტი, მოქ. პირადობის მოწმობა, პირადი # 08001010522, პირადობის მოწმობა # 0508627, გაცემული ახმეტის რაი შს განყოფილების მიერ.

5.ლევან კვიკვინია- დაბადებული 1987 წლის 1 აგვისტოს, . სოხუმი. მცხოვრები მისამართზე: .თბილისი, ბოჭორიძის ქუჩა. #20. პროფესიით ეკონომისტი, მოქალაქის პირადობის მოწმობა, პირადი #62001038170,  პირადობის მოწმობა # 0200589, გაცემული სოხუმის შს სამსახურის მიერ.

მუხლი 17. კავშირის წარმომადგენლობითი ფუნქცია

1.კავშირის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გამგეობის თავმჯდომარეს, რომელსაც ირჩევს წევრთა საერთო კრება.

2.თავმჯდომარე წარმართავს კავშირის ყოველდღიურ საქმიანობას. თავმჯდომარე:

)მოქმედებს კავშირის სახელით, წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; კავშირის სახელით დებს ხელშეკრულებებს. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებათა დატვირთვა საჭიროებს გამგეობის თანხმობას.

ბ)ხელმძღვანელობს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას;

გ) კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს.

დ) იწვევს და თავმჯდომარეობს გაგეობის სხდომებს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას;

ე) უზრუნველყოფს კრებისა და გამგეობის გადწყვეტილებათა შესრულებას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრთა შორის;

ვ)  უზრუნველყოფს კავშირის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას;

მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.

3. გამგეობის თავმჯდომარესთან შეიძლება შეიქმნას თავმჯდომარის აპარატი, რომლის დებულებას, საშტატო განრიგსა და სტრუქტურას ამტკიცებს გამგეობა.

4. ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის ან განსაკუთრებულ შემთხვევაში თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. “საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო”-ს თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

 5. თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

თავი IV. ცვლილებები წესდებაში;

კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

მუხლი 18. ცვლილებები წესდებაში; სარეგისტრაციო ფაქტები.

          1.ცვლილებები კავშირის წესდებაში შეიტანება ამ წესდებით დადგენილი წესით.

           2.ნებისმიერი ცვლილებები, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ფაქტს, სანოტარო წესით დამოწმებული უნდა წარედგინოს კავშირის მარეგისტრირებელ ორგანოს.

         3.კეთილსინდისიერი მესამე პირების მიმართ ნებისმიერი სარეგისტრაციო ფაქტი ძალმოსილია მხოლოდ მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 19. კავშირის რეორგანიზაცია; ლიკვიდაცია

        1.კავშირის რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით კრების გადწყვეტილებით.

       2.ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

       3.ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა.

       4.ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება დაიშვება ლიკვიდაციიდან ერთი წლის შემდეგ.

        5.ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება მოხმარდება მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციული იურიდიული პირის დაფუძნებას, ხოლო თუ ასეთი იურიდიული პირი არ დაფუძნდა ქონების განაწილების ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში, ქონება გადეცემა მსგავსი მიზნების მქონე სხვა (არსებულ) არაკომერციულ იურიდიულ პირს.

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

17-07-2019
2.8608 0.0053
3.2107 0.0103
3.5551 0.0311
0.045529 6.7E-5
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%