GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
ჩვენ შესახებ>>ისტორია

საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო (სეკბ) დაფუძნდა 2010 წლის 18 მაისს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტების მიერ (მაგისტრების/მაგისტრანტების). აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ორგანიზაციის ოფიციალურ რეგისტრაციამდე აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო საკითხებზე (მათ შორის მოხმარების მოდელები საქართველოს მაგალითზე).

 

ორგანიზაციის დაარსება მოხდა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკურ მეცნიერებაში სწრაფად ცვალებადია კვლევის მეთოდები და კონცეფციები.  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საჭიროებს მეცნიერულ შეფასებებს თანამედროვე კვლევის მეთოდების, თეორიებისა და კონცეფციების გათვალისწინებით. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია სტუდენტების და ახალგაზრდა ეკონმისტების ჩართულობა  მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე სამაცნიერო–კვლევითი სიახლეების ანალიზში.

 

სეკბ–ი ახორციელებს სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემების მეცნიერულ კვლევას, ანალიტიკური მასალების მომზადებას, სტუდენტებისათვსი და ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის ადაფტირებული სახელმძღვანელო მასალების მომზადებას.

 

2010-2011 წლებში სეკბ–ის მიერ განხორციელდა სამი საჯარო ლექცია სამეცნიერო-ანალიტიკური ლექციების ციკლიდან „მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები“ თემებზე:

 

1.       „ფისკალური პოლიტიკის პრობლემები საქართველოში 2004-2010 წლებში“;

2.       „მონეტარული პოლიტიკის პრობლემები საქართველოში 2004-2010 წლებში“;

3.       არაეკონმიკური ფაქტორების გავლენა ეკონომიკურ პოლიტიკაზე“ (საქართველოს მაგალითზე)

 

სეკბ–ი აგრეთვე ატარებს სხვადასხვა საზოგადოებისთვის აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე ღია სამეცნიერო–კვლევით განხილვებს

 

რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

22-11-2019
2.9781 0.0005
3.3000 0.0044
3.8549 0.0105
0.046712 0.000159
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%