GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო               GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                              GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო                             GBER - საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიურო              
მოხმარების მაკროეკონომიკური თეორიის ევოლუცია

ავტორები: ნიკოლოზო ოსტაპენკო და სულხან ტაბაღუა

ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

    სტატიის ფარგლებში გაანალიზებულია მოხმარების თეორია და მოხმარების ფუნქცია და მასზე მომქმედი ფაქტორები. ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ  მოხმარების ფუნქციის ანალიზი მნიშვნელოვანია დანაზოგების ფუნქციის და აქედან გამომდინარე საინვესტიციო რესურსების, გრძელვადიანი ეკონომიკური წონასწორობისა და მოკლევადიანი ეკონომიკური რყევების მიზეზების, პირობებისა და მულტიპლიკატორული ეფექტის ანალიზისათვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების არაეკონომიკური ფაქტორები

ავტორი: გიორგი კუტალაძე

ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

    დემოკრატიის პოლიტიკური პროცესები, არ ფლობენ ე.წ. “უხილავი ხელისათვის” დამახასიათებელ თავისებურებებს და აქედან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი დოვლათის ოპტიმალურ ოდენობას. სწორედ ამ ნაკლოვანების გადალახვას ცდილობენ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ფორმირებული საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის მომხრეები (ჯ. ბიუქენენი, გ. ტალოკი, მ. ოლსონი, დ. მიულერი, რ. ტოლინსონი, უ. ნესკერენი და სხვები). საზოგადებრივი არჩევანის ეკონომიკური ანალიზი – ეს არის ახალი ინსტრუმენტი ეკონომიკის რეგულირებისა და მოიცავს იმ ტექნიკურ კავშირს, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ბაზრის ანალიზის მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. საზოგადოებრივი არჩევანის ანალიზი მოიცავს თეორიულ ჯაჭვს პოლიტიკის ანალიზისა და აყალიბებს ადამიანის ქცევის პრინციპებს სხვადსხვა კონტექსტში. ბიუროკრატიის და ინსტიტუტების შედარებითი ანალიზი, ახლოსაა ეკონომიკაში სახელმწოფოს აქტივობის პრობლემასთან და გადაიკვეთება არჩევანის რეალიზაციის პრობლემასთან. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებული მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე ზემომქმედი არაეკონომიკური ფაქტორები.

 

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

საქონლისა და მომსახურების ბაზარი
მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე

ავტორი: ნიკოლოზო ოსტაპენკო 
ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

   როგორც ცნობილია ეკონომიკური კონიუნქტურის ცვალებადობზე უმნიშვნელოვანეს გავლენას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად პოლიტიკური შოკები ახდეს, რომლებიც წარმოადგეს სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ, მაკროეკონომიკურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების შედეგებს. სწორედ ამ შოკების ზემოქმედებისა და გავრცელების მექანიზმი და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პრობლემაა განხილული წინამდებარე სტატიაში.

 

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

 

ფულის ბაზარი
2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი

ავტორი: ნიკოლოზო ოსტაპენკო 
ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

წინამდებარე სტატიაში საუბარია  2008-2009 წწ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, რომელსაც  შეიძლება ეწოდოს მსოფლიო ფინანსური კრიზისი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი ხასიათით მანამდე არსებული კრიზისებისაგან, თუმცა შინაარსობრივ-თავისებურივი მსგავსება მათ შორის, რაღა თქმა უნდა, არის, რაც გაანალიზებულია აღნიშნული სტატიის ფარგელბში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

საერთო ეკონომიკური წონასწორობა (გრძელი და მოკლევადიანი პერიოდები)
მოხმარების მაკროეკონომიკიური ფუნქციის ძირითადი დეტერმინანტები

ავტორები: ნიკოლოზო ოსტაპენკო და სულხან ტაბაღუა
ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)


   წინამდებარე სტატიაში საქართველოს მაგალითზე განხილულია მოხმარების მაკროეკონომიკურ ფუნქციასთან დაკავშირებული ძირითადი დროითი მწკრივები. სტატიის მიზანია მოხმარების მაკროეკონომიკური ფუნქციების ძირითადი დროითი მწკრივების სტატისიკური თავისებურებების შეფასება. როგორც ცნობილია მოხმარების მოდელის სპეციფიკაციისათვის და თეორიულად ადეკვატური შედეგების მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საწყის დაშვებებს, როგორიცაა დროითი მწკრივების სტაციონალურობა, მწკრივებს შორის სტატისტიკური კავშირის ხასიათი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრუქტურული ძვრები და სხვა. აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია დროითი მწკრივების სტაციონალურობის საკითხი ერთეულოვანი ფესვის (Unit Roots) სხვადასხვა ტესტების გამოყენებით. ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების შეფასებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა მაკროეკონომიკური მონაცემების სტატისტიკური ანალიზი და დროით მწკრივებს შორის სტატისტიკური კავშირი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ეკონომიკური რყევები
მთავრობის ზომის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე (საქართველო 2002-2008 წლებში)

ავტორი: სულხან ტაბაღუა

ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

     სტატიის ფარგლებში გაანალიზებულა მთავრობის ზომის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე შემოთავაზებულია მთავრობის ზომის ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის მოდელი, რომლის საფუზველზე გამოვლენილია მთავრობის „კრიტიკული ზომა“ რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდა აღწევს მაქსიმუმს. გაანალიზებულია საბიუჯეტო ხარჯებისა და საბიუჯეტო შემოსავლების როლი მთავრობის ზომის ანალიზის პროცესში.

 

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ეკონომიკური ზრდა
OPTIMAL SIZE OF GOVERNMENT AND ECONOMIC GROWTH: THE CASE OF GEORGIA

ავტორი: სულხან ტაბაღუა

ა(ა)იპ-საქართველოს ეკომიკური კვლევების ბიურო (GBER)

 

This paper examines the relationship between government size and economic growth to estimate the optimal size of government in the case of Georgia. The research provides empirical and theoretical insights about the importance of defining the optimal size of government, correlation between increasing/decreasing of the optimal size of government in the process of economic growth stimulation, along with analyzing causality between government size and economic growth, as well as the role of budget deficit

 

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ინფლაცია
მანდელ–ფლემინგის მოდელი
მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე
მოხმარების მაკროეკონომიკური ფუნქციის ანალიზი (ნაწ. 1)
ეკონომეტრიკა, როგორც მეცნიერება, ეკონომეტრიკული მეთოდები და საბაზისო ცნებები
რეგრესიული ანალიზის მეთოდები – წყვილური რეგრესიის მოდელი
რეგრესიული ანალიზის მეთოდები – მრავლობითი წრფივი რეგრესიის მოდელი (მწრმ)
გაუს მარკოვის დაშვებების გადალახვის ზოგიერთი ხერხი

12
რამდენად ხშირად ეცნობით საგადასახადო სიახლეებს?
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

 

ეკ. ზრდის ტემპი (2014 წ.) 4.6%
ინფლაცია (2016 წ. იანვარი) 5.6%
უმუშევრობის დონე (2014 წ.)

12.4%

რეფინანსირების განაკვეთი 8.00%

17-07-2019
2.8608 0.0053
3.2107 0.0103
3.5551 0.0311
0.045529 6.7E-5
ინდექსი
ფასი
ცვლილება
RBC Comp 187.59 -2.59%